ქეცბაია ოქრიაშვილზე გაიწია - კონფლიქტი ნამატჩევს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი"2:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიასა და ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.

ქეცბაია რაღაცით უკმაყოფილო დარჩა ოქრიაშვილის მოქმედებით, მასთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მცველმა გიორგიოს მერკისმა შეაჩერა, - იტყობინება 24sports-ი.

larnakasports-ი კი აკონკრეტებს, რომ ოქრიაშვილმა გუნდის თავკაცის ზოგიერთი მითითება არ შეასრულა, მათ იკამათეს, რის შემდეგაც თემური მერკისმა და "ანორთოსისის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა შეაჩერეს.

ნამატჩევს თემურმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "ძალიან
კარგად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ. არაფერი არ მაღელვებს, წინ მივიწევთ".

მკითხველის კომენტარები / 49 /
ოქრუაშვილს ტავში აუარდა ქება
digela
26 ოქტომბერი 2020 11:03
3
ჭიასთან დარეკილია, ხვალ დავილაპარაკებთ სკაიპით და მოგვარდება...
c
26 ოქტომბერი 2020 01:31
0
ქეცბაია კარგი, გულიანი კაცია! თავისებური ფიცხი ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ ბევრ კარგ საქმეს აკეთებს!
ოქრიაშვილი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომ არა ჯერ ბელგიის საბედისწერო ტრანსფერი, მერე ის გაუთავებელი ტრავმები დღეს გაცილებით ძლიერი იქნებოდა იმასტან შედარებით ვიდრე არის! მაგრამ რაც არის სულ ნაკრების სული და გულია!
ვფიქრობ ქეცბაიმ ძალიან უზრდელურად,ქართველისათვის მიუღებელი ფორმით მიმართა და იმანაც არ მოუთმინა!
ორივს დიდ პატივს ვცემ და უნდა შერიგდნენ! ხანდახან ღვიძლი ძმებიც კამათობენ!
aburjga
26 ოქტომბერი 2020 13:14
5
ქუჩა და ძველი ბიჭობა თუ გინდათ, მაშინ ფეხბურთი არ უნდა ითამაშოთ.ძალიან მარტივია.ქეცბაიამ ამდენი უთამაშებელი ქართველი ერთ გუნდში მიიყვანა და სათამაშო პრაქტიკა მისცა, უბრალოდ სირცხვილია და დაუნახაობა ქვია ამას.
ფეხბურთი
26 ოქტომბერი 2020 06:19
1
ქეცბაია მებრძოლი კაცია,უნდა გაყვე ბრძოლაში მისივე წესებით.ყველას ჭკუით გუნდი ვერ იქნება.ამას სჭირდება გააზრება თუ სად ხარ,თანაგუნდელების მოქმედებათა ანალიზი მოწინააღმდეგის შეცნობა,ყოველივე ამის ქვეცნობიერში გადატანა და უკომპრომისო ბრძოლა.
ილია
26 ოქტომბერი 2020 19:23
4
კონფლიქტური კაცია. ყველას როგორ ,,ეხიპიშება"...ის რა თავქარიანი ყველამ ვიცით, მაგრამ შენ რომ მწვრთნელი ხარ მეტი თავშეკავება გმართებს. ან დაანებოს თავი ამ საქმეს, თუ სხვაგვარად არ შეუძლია.
კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობა არაა მისი საქმე, მწვრთნელი კარგი პედაგოგიც უნდა იყოს ყველაფერთან ერთად. აი ცხონებული ჟორდანია რომ იყო, ან თუნდაც კლოპი, იცის როდის როგორ მოიქცეს.
xxx
25 ოქტომბერი 2020 22:44
28
ვედეოში ისე ჩანს, რომ შელაპარაკება მოხდა აშკარად, ნუ არასასიამოვნო ფაქტია
და იმედია მოგვარდებიან.
გიგა
25 ოქტომბერი 2020 22:39
0
თემური არის ფიცხი ხასიათის.მერე რა,სამაგიეროდ დიდ საქმეს აკეთებს. აბა ტკბილი და მურაბა კაცი რომ იყოს საბავშვო ბაღის დირექტორი იქნებოდა. კარგი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელი იყო.
დავით 67
26 ოქტომბერი 2020 13:55
1
მართლაც ებრძვიან ამ კაცს, სად ჩანს აქ გაწევ გამოწევა ან გაშველება?
hhh
25 ოქტომბერი 2020 21:49
6
ნეტარ არიან მორწმუნენი რამეთუ სწამთ..მართალი ხარ, რა დაინახეს ამ ხალხმა ასეთი... მე რაც ვნახე ქეცბაია და ოქრი ტკბილად ჭუკჭუკებდნენ მოგებული მატჩის შემდეგ
ჰჰჰს
26 ოქტომბერი 2020 14:26
0
ქეცბას მეტი სიდინჯე მოეთხოვება, რას გავს ეს პაცნური მოქცევა სქან გუალიფირო?
სააკაძე
25 ოქტომბერი 2020 23:10
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული