ხოჭოლავა: მჯეროდა, რომ 2 მატჩში 4 ქულას მოვიპოვებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "შახტარს" კიევში ძალიან გაუჭირდა "ინტერთან", მაგრამ ნულოვან ფრეს მიაღწია და B ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ, თუმცა ნამატჩევს მშვენიერ ხასიათზე გახლდათ. ეტყობა, სერიოზულად არ დაშავებულა და ua-football-ს შემდეგი განუცხადა:

"მართალი გითხრათ, მჯეროდა, რომ პირველ ორ შეხვედრაში ოთხ ქულას მოვიპოვებდით, მეტსაც კი. მე ჩემი გუნდისა ყოველთვის მჯერა. თუ არ გჯერათ, ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ითამაშოთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოჭოლავა მაგარი მცველია,ორთაბრძოლებშიც და პოზიციურადაც კარგად გამოიყურება, არ არის ადვილი ინტერის ფორვარდების წინააღმდეგ თამაში.იქმნება ხოჭოლავას შემყურე შთაბეჭდილება რო მას კიდევ შეუძლია უკეთესად თამაში, ფიზიკას თუ კიდევ გააუმჯობესებს.მთავარია ახლა ტრამვა სერიოზული არ იყოს.ნაკრებს კარგი მცველი ყავს მისი სახით.12-ში თუ ჯამრთელად იქნება ხოჭოლავა ძალიან გამოადგება ნაკრებს, ფიქრობ ასეთი მცველი ძირითადში უნდა თამაშობდეს ნაკრებში.იქნებ გაარკვიონ ჟურნალისტებმა ტრამვა სერიოზულია თუ არა.
ziko
15:07 28-10-2020
0
ფეხბურთის თამაშთან ერთად სიტყვა-პასუხიც კარგად დაუხვეწია. მაგარი ხარ ხოჭო! ასევე დასტოინად 12 შიც !
შაკო
10:12 28-10-2020
1

სიახლეები პოპულარული