prosports.kz: ცხადაძეს გაათავისუფლებენ

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული საიტის, prosports.kz-ის ინფორმაციით, შიმკენტის "ორდაბასის" მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძეს დაკავებული თანამდებობიდან სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველ სპეციალისტს უთანხმოება კლუბის ფინანსურ დირექტორსა და პირველ კაცთან - ბახტიარ ბაისეიტოვთან აქვს.

არადა, თუ ბოლო ტურში "ტობოლთან" 0:3 მარცხს არ ჩავთვლით, "ორდაბასი" ძალიან კარგ ფორმაში იყო, ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს "ასტანასთან" ერთად იყოფს. ცხადაძე შიმკენტურ გუნდს 2018 წლიდან წვრთნის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
2018 წლიდან რომ მუშაობს, მერე ვერ ისწავლა რომ შუა აზიაში "ბაბაის" კულტია და "ბახტიარ-ბაში"-სთან მასთან კონფლიქტი არ შეიძლება?
იდალგო
19:04 02-11-2020
1
ცხადაძემ კარგი შედეგი დადო იმ რესურსით, რაც მას აქვს. კარგი მწვრთნელია, ვაისზე უკეთესი
koko
23:49 02-11-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული