transfermarketweb: "დორტმუნდი" კვარაცხელიას ტრანსფერზე "რუბინს" დაუკავშირდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "დორტმუნდი" მართლა სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით. გერმანული კლუბი კვარაცხელიას თაობაზე "რუბინს" დაუკავშირდა, - იტყობინება transfermarketweb-ი.

გამოცემის მტკიცებით, "დორტმუნდმა" 19 წლის ფეხბურთელზე "რუბინს" უკვე მიმართა და მისადმი ინტერესს აგრეთვე მოსკოვის "ლოკომოტივი" და "ტორინო" იჩენენ. ხვიჩას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ისეთი ჟამი დაგვიდგა, რომ ძალიან ცოტა რამ გვახარებს ქართველებს.
ერთ-ერთი ეს პატარა ბიჭია.
დაგლეჯილი, მტრების ალყაში მოქცეული, უპატრონო და ობოლი ერის იმედი ხარ, ხვიჩა!
და თუ შენ დიდი ფეხბურთელი დადგები, ჩვენი სამშობლოს ცხოვრება ცოტათი მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ!
ILIA
04 ნოემბერი 2020 01:25
2
მაკედონიას რომ გაუტანა, მეგობრებთან ვუყურებდი და ყველამ ერთად წამოვიძახეთ გვეღირსაო! მართლაც ასეა, არველაძეების,ქეცბაიას, ქინქლაძის... ამ თაობის მერე მსოფლიოს დონის ფეხბურთელი გვეღირსა და მას ხვიჩა კვარაცხელია ქვია!!!
დიმო
04 ნოემბერი 2020 02:29
5
კალაძემ ყველაზე დიდი ფეხბურთი ითამაშა ქართველებიდან, თან მხოლოდ ტიტულები არ აქვს, ანუ ისე რო არ ათამაშებდნენ და უბრალოდ განაცხადში იყო , ევროპის და მსოფლიო ნაკრებებს ასახელებდნენ მერე ერთმანეთში თამაშობდნენ და კალაძე ჯერ მილანში ხო ლეგენდებთან თამაშობდა , მაგრამ პლანეტის 11X11 რომ ეთამაშებოდა ერთმანეთს იქ კალაძე თამაშობდა ქართველი , შენ კიდე ქეცბაიას თაობაო , სასაცილოა უბრალოდ , ქეცბაია არასდროს ყოფილა მსოფლიო დონეზე რაიმე მნიშვნელობის ფეხბურთელი. მითუმეტეს იმ დრინდელი ნაკრების თამაშებიდან ყოველთვის ყველაზე დიდი იმედი მქონდა ქეცბაიასი და სულ ბოლომდე იხარჯებოდა,ვაფასებდი მაგრად მევასებოდა, ახლაც ვაფასებ , მაგრამ მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ იყო, კი პრემიერ ლიგაში თამაშობდა, მაგრამ მასე ხიზანიშვილიც თამაშობდა და ნემსაძე , ალექსიძე(ჩელსი) პრემიერლიგაში , ერთი სიტყვით კალაძე უნდა ახსენო, რაც არ უნდა ნაცი იყო , მაინც, როდესაც ფეხბურთზე საუბრობ, თან ქართულ ფეხბურთზე, არველაძე შოთა და კახა კალაძე ვინც დიდი ფეხბურთი ითამაშა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, ქინქლაძე გენია და უნიჭიერესი იყო, მაგრამ დიდი ფეხბურთი არ უთამაშია (მაშინდელი მანჩესტერ სიტი იყო ახლანდელი დერბი ქაუნთრი და დერბი ქაუნთრი რაც არი ახლა ისე იყო სულ , ქინქლაძეც რო თამაშობდა :D :D :D :D :D :D
აკაკი
04 ნოემბერი 2020 04:28
6
დისლაიქებს რო წერს ნეტა იმის თავში ჩამახედა :)
გიორგი
04 ნოემბერი 2020 10:03
3
ყველა გამოხმაურება
ლოკომოტივმა კიკნაძეს ჩუპა-ჩუპსი მიუტანოს...მიდი კვარა შენ მაინც გაგვიხარე გული ძმაო,ძალიან მჯერა შენი და იმედია ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი იქნები კარიერის ბოლოს
ზალიკო
04 ნოემბერი 2020 01:39
2
ბევრი ტალანტი მახსენდება ვისაც ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა -ანანიძე, ჭანტურია, არაბიძე, გოცირიძე,თარგამაძე და სხვები მაგრამ ხვიჩა და ჩაკვე ძალაინ სხვა დონეა მათთან შედარებით, მთვარია სწორად განვითარდნენ ტრამვების გარეშე
giggs
04 ნოემბერი 2020 10:26
1
ძალიან მაგარი ინფორმაციაა! დორტმუნდი სწორედ ის გუნდია სადაც ბოლომდე გაიხსნება ფეხბურთელი! ღმერთმაც ქნას რომ მანდ მოხვდეს.წარმატებები კვარას!!!
ჯემალ გაგნიძე
04 ნოემბერი 2020 12:11
0
რაც მალე წავა რუსეთიდან უკეთესია, თორემ აღმოჩნდება ლოკომოტივში ან სპარტაკში
gio
04 ნოემბერი 2020 09:46
9
დარჩეს უნდა ერთი წელი სადაცაა ეხლა. მერე ვნახოთ.
გენა
04 ნოემბერი 2020 12:16
5
რუბინი ჯერ არ გაყიდის, თუ საქართველო მოხვდა ევრო 2021-ზე ხვიჩას იქ თამაშით ფასი საგრძნობლად აიწევს... მერე გაყიდის გაორმაგებული ფასით, რაც ლოგიკურია
papai
04 ნოემბერი 2020 11:42
1
2021ში კი ჩატარდება მაგრამ ეურო 2020 ერქმევა მას
ბაჩი
04 ნოემბერი 2020 13:49
0
ჩემი აზრით უნდა გადავიდეს, დორტმუნდზე უკეთეს გუნდში სად წავა რუბინიდან ევროპაზე თუ გავედით ფასი კი აიწევს მაგრამ მაინც. ჩემი აზრით ახლავე უნდა იყიდონ და ზაფხულამდე რუბინში დატოვონ
ka
04 ნოემბერი 2020 14:02
0
ზუსტად ესეთი გუნდი ჭირდება ხვიჩას, იმედია გამოვა და დორტმუნდში გადავა.
გოგა
04 ნოემბერი 2020 13:23
0
დორტმუნდი მისთვის ზედ გამოჭრილია! მოკლედ ფეხბურთელი გვეზრდება მაღალი დონის უნივერსალი, მას ბევრი აკვირდება. ხვიჩას ყველგან შეუძლია თამაში ლამაზად და შედეგიანად, დაცვაში, თავდასხმაში,მინდორს ხედავს კარგად, ართმევას აკეტებს უმაღლეს დონეზე,მაგარ პასებს იძლევა, აღარფერს ვლაპარაკობ მის სწრაფ ულამაზესი ტექნიკით გაჯერებულ დრიბლინგებზე. მჯერა რომ მას თავში არასოდეს აუვარდება!
რობი
04 ნოემბერი 2020 12:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული