transfermarketweb: "დორტმუნდი" კვარაცხელიას ტრანსფერზე "რუბინს" დაუკავშირდა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "დორტმუნდი" მართლა სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით. გერმანული კლუბი კვარაცხელიას თაობაზე "რუბინს" დაუკავშირდა, - იტყობინება transfermarketweb-ი.

გამოცემის მტკიცებით, "დორტმუნდმა" 19 წლის ფეხბურთელზე "რუბინს" უკვე მიმართა და მისადმი ინტერესს აგრეთვე მოსკოვის "ლოკომოტივი" და "ტორინო" იჩენენ. ხვიჩას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემი აზრით უნდა გადავიდეს, დორტმუნდზე უკეთეს გუნდში სად წავა რუბინიდან ევროპაზე თუ გავედით ფასი კი აიწევს მაგრამ მაინც. ჩემი აზრით ახლავე უნდა იყიდონ და ზაფხულამდე რუბინში დატოვონ
0
ზუსტად ესეთი გუნდი ჭირდება ხვიჩას, იმედია გამოვა და დორტმუნდში გადავა.
გოგა
13:23 04-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული