ლორიას ჩინებული დაბრუნება, დაუშვილის საგოლე პასი - "ანორთოსისმა" თასზე იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის 1/8-ფინალში "ანორთოსისმა" თავსხმა წვიმაში 1:0 დაამარცხა პირველი ლიგის "პაფოსი" და მეოთხედფინალში გავიდა.

შესანიშნავად ითამაშა ტრავმამორჩენილმა მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც ორჯერ ნაღდი გოლისგან იხსნა თავისი გუნდი. ასევე შეუცვლელად ითამაშეს ბუბა დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა. დაუშვილის პასით გაიტანა 45+2-ე წუთზე დემეტრის ხრისტოფიმ გამარჯვების გოლი, ხოლო ოქრიაშვილი ძალიან აქტიური იყო. გიორგი ქვილითაია 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნამატჩევს ლორიამ განაცხადა, რომ წვიმაში გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ და მათი მიზანი დუბლის შესრულებაა. მწვრთნელმა ქეცბაიამ კი თქვა, რომ 10 დღეში 4 შეხვედრის ჩატარება იოლი არ
არის და თავის ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა.

24sports-ის ცნობით, ოქრიაშვილთან მომხდარი ინციდენტის გამო ქეცბაია შეიძლება დააჯარიმონ.

8 ნოემბერს, ჩემპიონატის მე-10 ტურში "ანორთოსისი" აეკ-ს შეხვდება, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისათვის თბილისში გამოემგზავრებიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"ორჯერ ნაღდი გოლისგან იხსნა". აბა ჩვენ სხვა თამაშის მომენტებს გვაჩვენებთ? აქ არაფერი მსგავსი (საოცარი სეივები) არ არის. თუმცა ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას.
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული