ხვიჩა "სევილიაში"? შეიძლება იგივე მოხდეს, რაც მირანჩუკს "ატალანტაში" შეემთხვა - რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
"მატჩ ტვ"-ის კომენტატორმა სტანისლავ მილინმა sportbox-თან ინტერვიუში ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩას "სევილიაში" ტრანსფერი სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან კვარაცხელიას ევროპული დონის პოტენციალი აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია, მიმდინარე სეზონში ოკამპოსის შედეგიანობა ძალიან დაეცა და წინა წლის ჩრდილიც არ არის, საკუთარ თავს არ ჰგავს, არადა, შარშან ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი იყო. ახლა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.

შემიძლია ხვიჩა "სევილიას" მარცხენა ფლანგზე წარმოვიდგინო, თუმცა მთავარია, რა დრო დაეთმობა მას. ამ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. იმაზე ვლაპარაკობ, რატომაც მირანჩუკი "ატალანტაში"
ვერ თამაშობს. ზუსტად იგივე რამ შეიძლება განმეორდეს ხვიჩას შემთხვევაში. მას ახალ ჩემპიონატთან, განსხვავებულ რიტმსა და ფეხბურთთან შეგუება მოუწევს. ამ ყველაფერში ფიოდორ სმოლოვი სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა.

თუმცა ხვიჩა ფიოდორზე გაცილებით ახალგაზრდაა. ქართველი ფეხბურთელად ახლა ყალიბდება. თუ ევროპულ კლუბში ახლა გადავა, შესაძლებელია, ეს პროცესი დაჩქარდეს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე "სევილიას" ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს. ეს ბრაიან ჰილი გახლავთ, რომელიც "ეიბარშია" განათხოვრებული და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და განვითარება შეუძლია. ეს ყველაფერი, ჯამში, ხვიჩასთვის საინტერესო, კონკურენტულ და საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის", - თქვა მილინმა.


მკითხველის კომენტარები / 15 /
აცადეთ თამაში. სტაბილურად ითამაშოს მთავარია და კარგი გუნდი აუცილებლად გამოჩნდება. მასე მიგყავდათ ჩაკვეტაძე ხან მარსზე და ხან ვენერაზე, მაგრამ ვხედავთ რაც მოხდა. იმედია მალე გამოჯანმრთელდება ჩაკვე და განაგრძობს პროგრესს.
0
აიაქსი კაი ვარიანტია უდავოდ მარამ აიაქს მარცხნივ კაი შემტევები ჰყავთ დორტმუნდის უფრო ჭირდება მარიზე მაცლიერება.ბიძომ ფლანგებთან თავშესაფარია თემებს გვარებს.
Amiko
12:41 06-11-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული