ჯანო: ჩემზე სისულელე დაწერეს - იანვარში 100%-ით მზად ვიქნები

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა "როტორის" მწვრთნელის, ალექსანდრ ხაცკევიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს მუხლის პრობლემის გამო ფეხბურთელის კარიერის დასრულებას აპირებს.

"გუშინ სახლში საქართველოსა და სომხეთის მატჩს ვუყურებდი. შეხვედრის შემდეგ ეს სიახლე "ჩამიგდეს". რა შემიძლია ვთქვა? არ მიყვარს, როდესაც ჩემზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ გადავწყვიტე უარმყოფელი პოსტის გამოქვეყნება. ეს სიცრუეზე ჩემი რეაქციაა - ხალხმა, რომლებმაც არ იციან ჩემი მდგომარეობა, ამ სისულელის დაწერა გადაწყვიტეს.

არ ვიცი, რა თქვა ხაცკევიჩმა, სათაური ვნახე, შემდეგ ჩემთვის წაკითხვა საინტერესო არ იყო, რა ეწერა იქ და
საერთოდ ამას ვინ ამბობდა. ამიტომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ხაცკევიჩმა დაწერა თუ კიდევ ვინმე სხვამ, რადგან ყველაზე მთავარია რას ვფიქრობ დ ვგრძნობ. თუ კარიერის დასრულებას გადავწყვეტ, ყველაზე პირველი მე ვიტყვი. ჩემს მაგივრად ვიღაც რატომ ლაპარაკობს?

ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, მოსკოვის შემდეგ თურქეთში ვიყავი, სადაც ვმკურნალობდი და შემოწმება გავიარე. აღდგენის მეორე ეტაპს გავდივარ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად გავემგზავრე. მითხრეს, რომ არაფერი სერიოზული არ მჭირს. სამკურნალო პროცედურებს გავდივარ, დავრბივარ და ვვარჯიშობ. ვფიქრობ, იანვარში 100%-ით მზად ვიქნები", - ციტირებს ჯანოს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა მარაზმია? იმის მაგიერ რო გვერდში დავუდგეთ და წარმატება ვუსურვოთ რეებს წერთ. სუ რო არაფერი ერთი რიგითი ქართველი ხოა როგორც მინიმუმ და ნეტა ყველა ქართველი ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს. წარმატებები ჯანო შენ რომ 60 % მაინც ყოფილიყავი მზად თამაშის დალაგება ესე არ გაგვიჭირდებოდა.
ბოკინიო
20:59 16-11-2020
0
ჯანოს გამოჯამრთელებას ვუსურვებ დიდი იმედი მაქვს რომ იპოვის კლუბს სადაც ექნება მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და ჩადგება ძველ ფორმაში ძალიან დაგვაკლდა ჯანო ამ თამაშებზე მისი კლასის და მოედნის ხედვის მქონე ფეხბურთელი ჩვენ ბევრი არ გვყავს და ზოგადად კარგი თაობა მოდის და ჯანოც თუ დაბრუნდება ნაკრებში ეს ძალიან წადგება მომავალში ჩვენს ნაკრებს წარმატებები ჯანოს.
გიო
23:34 16-11-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული