ყურბან ბერდიევი: კვარაცხელიასა და ზურიკოსთან დაკავშირებით შეცდომა დავუშვი

AutoSharing Option
ცნობილმა საბჭოთა სპორტულმა ჟურნალისტმა გენადი ორლოვმა ინტერვიუ ჩაწერა ცნობილ თურქმენ სპეციალისტ ყურბან ბერდიევთან და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესაუბრა.

"ხვიჩა ძალიან მაგარია, ძალიან. იცით, სანამ "ლოკომოტივში" მიიყვანდა, აგენტმა მისი თავი ჩვენ შემოგვთავაზა, თუმცა...

თუმცა, მაშინ მოლაპარაკებებს ზურიკოს თაობაზე ვაწარმოებდით, რომელიც ასევე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.

შემეშინდა, შემეშინდა იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანის სათადარიგოთა სკამზე დასმა მომიწევდა. ეს ჩემი, როგორც მწვრთნელის შეცდომა იყო.

არადა, ხვიჩას იქამდეც ვადევნებდი თვალს. ქართული ფეხბურთი ახალგაზრდულ დონეზე საკმაოდ კარგად ვიცი", - თქვა ბერდიევმა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კი ძლიერი მწვრთნელია, მისმა რუბინმა ჩემპიონობაც მოიპოვა და რეალსაც მოუგო გასვლაზე ჯგუფურ ლიგაზე, მაგრამ ნაკრების მწვრთნელობა სხვა არის და ბევრად რთული. გუნდში შენს პატარა სივრცეში ხარ და ნაკრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ეძებო ფეხბურთელები. თანაც გუნდს პატრონი(მფლობელი) ჰყავს რომელიც ფინანსებს არ იშურებს თავის გუნდისთვის. ჩვენ ვინ გვყავს პატრონად კობიაშვილი თუ მუჯირი?
დავით 67
21 ნოემბერი 2020 01:03
2
"ჩვენ შემოგვთავაზა" ანუ სად რუბინში თუ სად იყო მაშინ ბერდიევი?
გოჩა
19 ნოემბერი 2020 13:28
0
ყაზანელი თათარი ხან თურქმენი გახადეთ, ხან ყაზახი... ისე როგორც მწვრთნელს არაფერი დაეწუნება.
emigranti
19 ნოემბერი 2020 04:25
2
ყურბან ბერდიევი თურქმენია თურქმენი! უბრალოდ ყაზანში მუშაობდა დიდი ხანი!
რობი
19 ნოემბერი 2020 14:38
0
ჰმ, კურდღელი.
კ ო მ ბ ლ ე
19 ნოემბერი 2020 00:06
3
თურქმენი როდიდან გახდა,ყაზახი იყო და....
კახა ქ.
18 ნოემბერი 2020 18:49
15
ჩამოვიყვანოთ ყურბანა მწვრთნელად,გაგვაქაჩინებს
Master
18 ნოემბერი 2020 18:41
4
თურქმენი არა........ ნიკარაგუელი.....
alex
18 ნოემბერი 2020 18:26
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული