"ალბათ, ვაისი ამიტომ არ მიძახებდა" - ზივზივაძემ სლოვაკ მწვრთნელთან ურთიერთობასა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი "ფეჰევარის" ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გახლდათ.

წამყვანმა მას კითხვა იმის შესახებ დაუსვა, თუ რატომ არ იძახებდა მას ვლადიმირ ვაისი და ჰქონდა თუ არა მასთან კომუნიკაცია.

"ბოლოს ვლადიმირ ვაისთან კონტაქტი 2018 წლის მაისში მქონდა, როდესაც მალტასთან და ლუქსემბურგთან ამხანაგური შეხვედრები ჩავატარეთ.

ამის შემდეგ სლოვაკ სპეციალისტთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ჩემი მხრიდან რაიმე მიზეზებზე საუბარი, ალბათ, რთული იქნება...

არავის უთქვამს ჩემთვის, რატომ არ ვიყავი ნაკრებში. ალბათ, მწვრთნელმა ეგრე გადაწყვიტა, მის სათამაშო სქემაში ვერ ვჯდებოდი და ამიტომ არ
ვიყავი შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, გული ძალიან დამწყდა. ძალიან ბევრს ვშრომობ და მიზნის მისაღწევად და ნაკრებში მოსახვედრად შრომას აუცილებლად გავაგრძელებ.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი რაღაც განვმარტო. ბოლო სანაკრებო სიის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოვაქვეყნე და ეს იყო მხოლოდ იუმორი და არავის შეურაცხყოფა არ მიფიქრია", - თქვა ზივზივაძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გაუგებარია რატომ არ გამოიძახა უნგრეთის ჩემპიონატში მშვენივრად გამოიყურება ძირითდის ფეხბურთელია და მეორე ადგილზეა მისი კლუბი და უნგრეთს წელს გუნდი ჰყავდა ჩემპიონთალიგაზე აქედან გამომდინარე არც ისე სუსტი ჩემპიონატი არ ყოფილა უნგრეთის ჩემპიონატი ეტაპობრივად ვითარდება უნგრეთის პირველობა.
ზურა
15:35 14-12-2020
2
ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება,რომ სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთელები ვარჩიოთ, პროდუქტიული ფორვარდის დეფიციტი გვაქვს საერთოდ. ნაკრებში ის უნდა დააყენო ვისაც მუდმივი სათამაშო პრაკტიკა აქვს, და არ მესმის იმ მწვრთნელების, ფეხბურთელების ამოჩემება, რომ იციან და უთამაშებელს და წონამომატებულებს დააძუნძულებენ, თან ძირითადში.. ზივზივაძეს სხვებზე მეტი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ნაკრებს.
Rable
07:52 15-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული