სად წავლენ ყაზაიშვილი და კაშია - რა ვარიანტი აქვთ ნაკრების ფეხბურთელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია უგუნდოდ არიან.

როგორც იცით, ორივე მათგანი რამდენიმე დღის წინ წამოვიდა "სან ხოსედან" და ახლა თავისუფალი აგენტები არიან.

რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა, სად განაგრძობენ ეს ფეხბურთელები კარიერას, რადგან ისინი ნაკრების წევრები არიან.

ჯერჯერობით რაიმე წინადადებაზე არც ქართულ და უცხოურ მედიაში არ დაწერილა. ამიტომ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

ეს ორი ფეხბურთელი ყველასთვის კარგად ნაცნობი ნიდერლანდური კლუბებისთვისაა. ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ ისინი ერედივიზიონს
დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ეს ცოტა გაჭირდება...

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაშიასთან და ყაზაიშვილთან თანამშრომლობა მათ ყოფილ გუნდს, "ვიტესს" მოუნდეს. რა თქმა უნდა, გურამი არნემული გუნდის ლეგენდაა, თუმცა "ვიტესი" გაახალგაზრდავებაზე ზრუნავს, თანაც მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა კაშია დაიბრუნოს.

რაც შეეხება სხვა ვარიანტებს... შესაძლოა, წინადადებები იყოს რუსეთიდანაც, რადგან იქ ქართველ ფეხბურთელებს ძალიან კარგად იცნობენ და ბევრი კლუბი ჩვენებურებით ინტერესდება...

საინტერესო იქნება ასევე, ქართული გუნდები თუ იფიქრებენ ამ ფეხბურთელების დამატებაზე. ასეთები კი ფინანსურად შედარებით გამართული "დინამო თბილისი" და ბათუმის "დინამო" არიან.

მოკლედ, ყველაფერი, წესით, უახლოეს მომავალში გაირკვევა და ალბათ, მალე ყაზაიშვილსაც და კაშიასაც ახალ გუნდში ვიხილავთ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბაჯაღლო სტატიააა!
სადაურსა სადწაიყვან
16 დეკემბერი 2020 18:29
0
სერიოზული სტატია კი გამოვიდა ძმაო
16 დეკემბერი 2020 16:18
1
ოღონდ რუსეთი არა( ისე მაგარი სტატიაა, ბევრი გიშრომიათ
თემო
16 დეკემბერი 2020 18:42
4
უსერიოზულესი სტატიაა ნიჭიეროო!!!
ff.tt
16 დეკემბერი 2020 18:13
0
რამე სხვა სპორტზე შევიდნენ
სტალინი
16 დეკემბერი 2020 21:36
4
ამდენი ახალი ამბავი ერთ სტატიაში პირველად გავიგე))))
fanatizmi
16 დეკემბერი 2020 17:13
0
ყაზაიშვილის არ ვიცი და კაშიას ბაია ეპატიჟება პატარაია
w
16 დეკემბერი 2020 17:54
8
ევროპაში და ამერიკაში იყვნენ უკვე ახლა ავსტრალია ან ახალი ზელანდია უკეთესი ნაკრებისთვის კი ანტარქტიდა იქნებოდა იქ ცივა და სულ ფორმაში იქნებიან ..!!!
აზრი? ისევ ცენზურა?
16 დეკემბერი 2020 21:44
2
ჩრდილოეთ მაკედონიაში წავიდნენ. დიდი დამსახურება აქვთ იმათ წინაშე.
გია
16 დეკემბერი 2020 21:32
2
თუ არ ვცდები, გურამ კაშია 34 წლისაა და ნაკლებ სავარაუდოა რომ მისი აყვანა ევროპულმა ან რუსულმა გუნდებმა მოინდომონ. აი ვაკოს კი აქვს მცირე შანსი, ტულაში, უფაში, ურალში ან როტორში ითამაშოს. შესაძლოა ყაზახურმა კუშტანაიმ ან მსგავსმა გუნდებმაც იაქტიურონ, ვნახოთ.

მე პირადად ორივეს ქართულ გუნდში ვისურვებდი. კანკავასთან, ჯანოსთან და კვეკვესკირთან ერთად.
გელა
16 დეკემბერი 2020 18:06
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული