კვიპროსული გამოცემა: "ანორთოსისის" ჩავარდნა ოქრიაშვილს უკავშირდება

AutoSharing Option
უკვე 1 თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე აღარ გამოსულა და კვიპროსული გამოცემის მიხედვით, გუნდის ჩავარდნის მთავარი მიზეზიც ეს არის.

თორნიკემ ბოლოს ჩვენთვის ავადსახსენებელ მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშა და ტრავმა მიიღო, რომელიც ჯერ არ მოუშუშებია.

კვიპროსული საიტი match.cy კი "ანორთოსისის" მოახლოებულ მატჩს შეეხო და ოქრიაშვილზეც ისაუბრა:

"თორნიკე ხვალ "პაფოსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ქართველი მზად ჯერ კიდევ არ არის. ოქრიაშვილმა ბოლოს 8 ნოემბერს ითამაშა აეკ-თან მოგებულ შეხვედრაში.

"ანორთოსისს" 10-იანი ძალიან დააკლდა და ერთი შეხედვითაც
ნათელია, რამდენად დიდი დანაკლისია გუნდისთვის. ფამაგუსტელებს ძალიან აკლიათ მისი გოლები, მისი ვერტიკალური პასები, მისი ჭკვიანური თამაში. მოკლედ, "ანორთოსისს" თორნიკე აკლია.

თორნიკეს გარეშე გუნდმა 4 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. ისე ჩანს, რომ ოქრიაშვილის გარეშე "ანორთოსისს" ქულების მოპოვება უჭირს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ერჩით ტოო? აბა თქვენ ირბინეთ საათნახევარი, პროსტო ირბინეთ გოლის გატანას არ გთხოვთ, სხვაზე მაგრად ხო დარბის? როგორც მუსტანგი, ხო არის? მეტი რა გინდათ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
08:22 18-12-2020
0
aburjga - ს

რავი ძმაო მეც ამავსეს დისლაიქებით აბსოლიტურად მართალი ხარ ... ოქრის გამხნევება უნდა ახლა იმიტომ რომ ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და როგორც ვიცი კარიერასაც ნაკრებში სათამაშოდ აგრძლებს რადგან დიდ ემოციას და მუხტს იღებს ნაკრებში... თორემ აქამდე 100 ჯერ დაანებებდა ფეხბურთს თავს ასეთი ნეგატივი თუ ვინმეს არ ეკუთვნის პირველ რიგში თორნიკეა ასეთი ...
bejo
22:31 17-12-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული