უნგრეთის ჩემპიონატზე "უიპეშტის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ გამოიჩინა თავი.
მე-16 ტურში "უიპეშტმა" "ჰონვედი" 2:1 დაამარცხა და ამ მატჩში ანგარიში ბერიძემ გახსნა. გიორგიმ ტურნირზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მან ყვითელი ბარათი მიიღო და 83-ე წუთზე შეცვალეს.
"უიპეშტი" 16 ქულით მე-9 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 23 დეკემბერს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.