ლობჟანიძე: საქართველოს ნაკრებში კლოპი მინდა, ამ ჯგუფიდან გასვლა კი შეგვიძლია

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ანკარაგიუჯიუს" შემტევი საბა ლობჟანიძე გახლდათ.

26 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"ყოველთვის მინდოდა, რომ პრემიერლიგაში Boxing Day-ზე მეთამაშა. მართალია, თურქეთის სუპერლიგაში ვარ, მაგრამ ეს გადატვირთული კალენდარი ძალიან მომწონს.

მაისამდე თამაშები გვაქვს და მირჩევნია, რომ სულ თამაშები გვქონდეს, ვიდრე სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი და ა.შ.

ძალიან კარგ ფორმაში ვარ. მიხარია, რომ ბოლო თამაშებში თავი გამოვიჩინე და იმედი მაქვს, ასე განვაგრძობ.

მუნდიალის შესარჩევის კალენდარი ვნახე. რა თქმა უნდა, საუბარი ადვილია, მაგრამ რატომ არ შეიძლება,
რომ ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლოთ?!

ძალიან რთული იქნება, თუმცა, თუ რამის მიღწევა გსურს, შვედეთს, საბერძნეთს და კოსოვოდან ერთ-ერთს რომ აჯობო, შეუძლებელი სულაც არაა.

არ მიფიქრია, თუ ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი. ერთადერთი, ალბათ, ვისაც ვისურვებდი, იურგენ კლოპია...

ახლა თურქეთის სუპერლიგის რამდენიმე უფრო ძლიერი გუნდიდან ჩემ მიმართ დაინტერესება არის, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - თქვა ლობჟანიძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია კლოპი მოხუცი არაა მაგრამ არც ისე ახალგაზრდაა თქვენს მაგივრად ითამაშოს.
6
ა, დაიწყეს კიდე ბაქიბუქობა. მერე ჩაახედებენ სარკეში, გააკრიტიკებ და მოსდით გული. ვის უნდა აჯობო, ესპანეთს, შვედეთს? რანაირად გადიხარ მაგ ჯგუფიდან? ეგ კი არა, საბერძნეთი/კოსოვოდან, ერთს თუ ვაჯობეთ, არ იქნება ცუდი შედეგი. ეგაა რეალობა! ან მაგ გადაცემაში, ჟურნალისტი გიზის, თუ ბუტაფორია?! იმან მაინც გითხრას რამე.
1234
15:32 21-12-2020
4

სიახლეები პოპულარული