
goal.philenews-ის ცნობით, პაოკ-ის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს.
"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ომონიასთან" წაგების (0:3) შემდეგ დაიჩივლა, რომ ყველა რგოლში გაძლიერებას და კვალიფიციური ფეხბურთელების დამატებას საჭიროებენ.
გამოცემის მტკიცებით, ფამაგუსტური კლუბი ნინუას სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანას ცდილობს და უკვე დაუკავშირდა პაოკ-ის მწვრთნელ პაბლო გარსიას.
21 წლის ნინუა სალონიკურმა კლუბმა თბილისის "დინამოსგან" ზაფხულში 850 ათას ევროდ შეიძინა და საბერძნეთის ჩემპიონატზე მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა - საერთო ჯამში, 220 წუთი ითამაშა.