ნინუას საკითხი თითქმის გადაწყვეტილია - ქეცბაიას კიდევ ორი ფეხბურთელი სჭირდება

AutoSharing Option
პაოკ-ის ნახევარმცველ ნიკა ნინუას "ანორთოსისში" გადასვლა გადაწყვეტილია, - იტყობინება larnakasports-ი.

გამოცემის ცნობით, დღეს კლუბების ხელმძღვანელებმა ნინუას საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს და ფეხბურთელის ექვსთვიან იჯარაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ასე რომ, თუ მოულოდნელად რამე არ შეიცვალა, ნინუა ზაფხულამდე ფამაგუსტურ გუნდში ითამაშებს.

"ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კიდევ ორი ფეხბურთელის დამატება სურს: ცენტრალური მცველის და ნახევარმცველის, რომელიც მისი გუნდის შეტევებს წარმართავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შემტევი და ცენტრ მცველი
კაშია და ყაზაიშვილი :)))
14:47 30-12-2020
0
ქეცბაია რომ არ იყოს რა ეშველებოდა ამდენ საცოდავ ფეხბურთელს??)))))) ( ილოცონ ხოლმე ქეცბაიაზე რომ არ მოხსნან თორემ.....)
ქეცბაია
12:02 30-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული