გიორგი ჩაკვეტაძე MLS-ში მიდის? - ამერიკული გუნდი არჩევანს იოზილსა და ქართველს შორის გააკეთებს

AutoSharing Option
mlsmultiplex.com-ი წერს, რომ Mls-ის ბინადარი "ლოს-ანჟელეს გელექსი" გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა მიიწვიოს, "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა.

საქმე იმაშია, რომ "გელექსი" კრისტიან პავონმა დატოვა და "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა, გუნდს კი მისი შემცვლელი სჭირდება.

წყარო კლუბს ორ ფეხბურთელს - მესუთ იოზილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს ურჩევს, ქართველის შესახებ კი წერს:

"თუ "გელექსი" ტრანსფერის დროს ახალგაზრდა მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს, შეუძლია გიორგი ჩაკვეტაძეზე იფიქროს.

მათ შეუძლიათ ჩამოიყვანონ ახალგაზრდა ტალანტი, უფრო განავითარონ და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.

MLS-ს აქვს რეპუტაცია, რომ ფეხბურთელები აქ
კარიერის დასასრულებლად გადმოდიან, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ჩაკვეტაძემ "გენტში" ასპარეზობით უკვე გვანახა, რომ კარგი ფეხბურთელია. იგი ბელგიასა და მსოფლიოში ყველასთვის კარგად ნაცნობია და დიდი მომავალი აქვს.

გიორგი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგ თამაშს ანახებდა და არაერთი კლუბის ყურადღებაც მიიპყრო.

ჩაკვეტაძე მხოლოდ 21 წლისაა და "გენტის" მაისურით უკვე 66 მატჩში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ის 2017 წელს გადაბარგდა ბელგიაში "დინამო თბილისიდან", ეს გუნდი კი მისი აღმზრდელია. იმის მიუხედავად, რომ "გენტში" გადასვლის დროს მასზე არავინ არაფერი იცოდა, გიორგი მალევე გახდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი.

შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრია, სადაც 9 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. ახლა "გელექსიმ" არჩევანი უნდა გააკეთოს, ან გადაიბიროს უფრო ცნობადი და სახელოვანი მესუთ იოზილი, ან გათვლა მომავალზე გააკეთონ, დაიმატონ ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც დიდი მომავალი აქვს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
სჯობს წავიდეს,ფულს მაინც გააკეთებს ბლომად მშვიდი სიბერისთვის.ძალიან ნიჭიერია,მაგრამ თავისი "შუშის" აგებულებით ევროპაში დიდ ფეხბურთს არავინ ათამაშებს.დასანანი კია.
რა გინდა რო ქნა?!
06 იანვარი 2021 16:42
7
კომენტარები გადაგრევს კაცს?! დამისახელეთ ტოპ ფეხბუთელი, ბექჰემი, იბრა, პირლო... რომელიც მლს ში გადავიდა და კლასით ან ამტანობით ჩამოუვარდებოდა ვთქვათ ბელგიაში ან ჰოლანდიაში მოთამაშე ნებისმიერ ვარსკვლავს, რას ბოდავთ. ნეტა გადავიდოდეს, ტრავმასაც მოირჩენდა, მუდმივად ითამაშებდა და ერთ-ორ წელიწადში ტოპ კლუბშიც გადავიდოდა.
???
06 იანვარი 2021 15:54
5
კრისტალი დაწერე ბოლო 3 სიტყვის გარდა... უნდა შევეშვათ წინასწარ ამ ტოპ კლუბებზე ოცნებობას. ჩვენი ფეხბურთელები არაფრისთვის რომ არ მიუღწევიათ გადადიან უცხოურ კლუბებში და ეგრევე მათ ტრამპლინად გამოყენებაზე გაჰყვირიან... აი მანდ ერხევათ.
*
06 იანვარი 2021 17:15
0
ვერ ვიტყვი რომ მლს კარგი ლიგაა, მაგრამ ერთი ქართველების კარგი თამაში მანახა და იყოს თუნდაც მლს. სადაც კი ჩვენი ლეგიონერები გამოდიან ან სათადარიგო სკამს ხეხავენ ან დიდი ვერაფრით გამოირჩევიან, და არც მლს-ზე უკეთეს ლიგებში არიან.
დათო
06 იანვარი 2021 15:36
0
რა? შტატებში მიდის, ტატარსტანში ან ურალს იქით ხო არა? მშვიდად ივარჯიშებს, უკეთაც იმკურნალებს და ორ სამ წ.-ში ფორმაში იქნება. ჯერ ახალფაზრდაა.
ჯაბა
06 იანვარი 2021 15:09
2
იცის მისი ტრამვის სიმძიმე და მორჩა მე იმაზე ვსკდები გულზე ეს ჭინტი ბიჭი ასე ფულისთვის რო უცებ ნაადრევად რო შედეს ცხელ ღუმელში ჰე ვინც მაგის ფულზე იყავით დახამებული ამერიკაში ექნება ხელფასი და გამოხარით თუ რა თქმა უნდა გაუშვა ტრამვამ რა ბიჭი დავკარგეთ გულში მაგრად გაგინებთ რო იცოდეთ ყველას ვისაც მაგის ტრანსფერში მონაწილეობა აქვს მიღებული.
civi
06 იანვარი 2021 14:48
3
არ მგონია... ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცს ამბიცია აქვს ნული და გიორგის კი ამის საფუძველი ჯერ არ მოუცია...
მ.ტ.
06 იანვარი 2021 12:50
2
ჯანმრთელობის პრობლემები უცხოელ ფეხბურთელებსაც ექმნებათ და მათი ექიმები პოულობენ გამოსავალს... ჩვენი ფეხბურთელები რატომ თვითონ არ ინტერესდებინ უცხოელს ტრავმა ვინ მოურჩინა და იმ ექიმთან რატომ არ გადიან თუნდაც კონსულტაციას?
ჟეკოს
06 იანვარი 2021 10:26
2
მშვენიერია წავიდეს მლს-ში,ოღონდ სათადარიგოზე არ უნდა იჯდეს,სადაც ყაზეიშვილი და კაშია თამაშობდნენ ამ ბიჭმა რატომ არ უნდა ითამაშოს, თანაც ამერიკული ფეხბურთი სწრაფი ტემპით ვითარდება, მთავარია სულ ითამაშოს
KOKA
06 იანვარი 2021 10:04
11
ამერიკის საფეხბურთო ლიგა უსუსტესია მსოფლიოში, ასე რომ იქ გადასვლა იქნება დიდი შეცდომა.
ხვიჩა
06 იანვარი 2021 12:47
4
დაამთავრა მაგ ბიჭმა ტოპ გუნდებზე ფიქრი ტრავმების გამო. დაწერეს კიდევაც ბელგიელებმა - მაგარია მოთამაშე გვყავს მარა - შუშისააო. სჯობია წავიდეს ამერიკაში. ფულს მაინც იშოვის. კარიერადამთვრებულები აქ რა დღეშიც არიან - ხედავთ. მასეთი ტრავმის და
2 წელი მოცდენის მერე ტოპ გუნდში გადასვლა არ გამოვა. სამწუხაროდ ესაა მწარე რეალობა.
ჯეკო
06 იანვარი 2021 06:54
5
მსჯელობადაც არ ღირს,მე ღრმად მწამს ჩაკვეტაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს! მთავარია მან დაიჯეროს ეს!ისე ზოგიერთი როგორი ბედნიერია როცა ადამიანს საქმე არ წაუვა.ასეთებზე უთქვამს რუსთაველს "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა".
gia jashi
05 იანვარი 2021 23:17
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული