როგორც იქნა, პაოკ-ის ურუგვაელმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ნახევარმცველი ნიკა ნინუა ათამაშა - საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის გასვლით მატჩში "ატრომიტოსთან" 78-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 82-ე წუთზე ნინუას პასით ეგვიპტელმა ამრ ვარდამ თავისი გუნდი ისევ დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს და შეხვედრა 3:2 მოიგეს.
ნიკამ ჩემპიონატის 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერი პაბლო გარსიამ "ანორთოსისში" არ გაუშვა, თუმცა კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმებულები იყვნენ.
პაოკ-ი 28 ქულით მესამე ადგილზეა და 10 იანვარს "ვოლოსს" უმასპინძლებს.