ჩაკვეტაძეს უცნაური ტრავმა აქვს, ვარჯიშს კი ორშაბათს დაიწყებს - ამბობს "გენტის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა voetbalprimeur.be-თან ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ცოტა ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, თუმცა ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია. კიდევ ერთხელ ვნახეთ და ვეცადეთ რამე მოგვემოქმედა: რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით, უქმეების შემდეგ კი იმის იმედით, რომ დისკომფორტი შეუმცირდება, ისევ დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, ბოლომდე შეძლებს აღდგენას.

ექიმები გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მეთოდს იყენებენ. ძალიან უცნაური ტრავმაა, მაგრამ სერიოზული არაა. ტკივილები მართლაც დიდი ხანია აწუხებს. ანატომიურად ბოლომდე საბრძოლველად მზადაა, მაგრამ ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა. ოპერაცია არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება. ტრავმა
კარგა ხანია უნდა მოერჩინა, მაგრამ უცნაური რამ სჭირს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ის ჭირს რომ ქართველია და სწორი აღრზდა აკლია. ბავშვობაში სწორად ვარჯიში სჭირდებოდა და არ ქონდა ის რაც ევროპელებს აქვთ, "პროფესიონალი ბავშვთა მწვრთნელი". ის რაც ჩაკვეს არ აკლია ტალანტია და ღმერთით ტრავმები მოშორდება სამუდამოდ და ბოლომდე გაიხსნება.
Roma
01:15 10-01-2021
4
არ დამცინოთ და ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ეს ბიჭი ეკლესიაში დადის? ეზიარება? ლოცულობს? თუ კი ღმერთი აუცილებლად შეეწევა თუ არადა ძაან ცუდი, უნდა გააკეთოს(შეძლებისდაგვარად), ყველას უნდა ახსოვდეს რომ ნიჭი ღმერთიდან მოდის და სხვა არავისგან, წარმატებები და ჯანმრთელობა გიოს.
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული