"კრიტიკოსებმა ილაპარაკონ და თავიანთი ჭია გაახარონ, ყველაფერს მოედანზე დავამტკიცებ" - ინტერვიუ გიორგი არაბიძესთან

AutoSharing Option
22 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს. ჩვენებური ვოლგოგრადულ კლუბში 6-თვიანი იჯარით პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაბარგდა.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა. ჩვენ მას ტრანსფერსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

"როტორთან" ხელი 6-თვიან იჯარას მოვაწერე, რის შემდეგაც გუნდს ჩემი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ეს არ იქნება იმაზე დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს რუსეთის პრემიერლიგაში.

ტრანსფერში დიდი როლი მამუკა ჯუღელმა ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. "როტორში" გადმოსვლამდე გუნდში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს ვესაუბრე, მათ კი მხოლოდ დადებითი ამბები მითხრეს.

რა თქმა უნდა, ჩემს
ტრანსფერში გარკვეული როლი მათთან გასაუბრებამაც შეიტანა. ჯერჯერობით არ ვიცი, დარჩება თუ არა ყველა ქართველი ფეხბურთელი "როტორში".

რატომ არ მათამაშებდნენ "ნასიონალში"? - სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცი... არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და პირიქით, კარგი ურთიერთობა მქონდა. მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, ვისთანაც გასულ სეზონში ჰქონდა ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი.

ჩემი მიზანი უცვლელია, რომ კვლავ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ჩავარდნა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინ არაა. მარტივი არასდროს არაფერი არ არის.

რას ვუპასუხებდი კრიტიკოსებს? - მე მათ დიდი ხანია აღარ ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ და თავიანთი ჭია გაახარონ. იმ ადამიანებს კი, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი დღემდე სჯერათ, დიდ მადლობას გადავუხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ნახონ ისეთი არაბიძე, როგორიც სურთ".

არაბიძეს ბოლოსკენ კითხვა საქართველოს ნაკრებზეც და ეროვნულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზეც დავუსვით:

"ყოველთვის მზად ვარ, ჩემი ქვეყნის ფორმა მოვირგო და ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ალბათ, მაკედონიასთან ბიჭებს მცირედი დააკლდათ და დიდ ნატვრას ავისრულებდით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
საღოლ ჯიგარო, კიდე მოგვაკეტინე კრიტიკოსებს ჩაკარგული კარიერით!
Sgsf
13 იანვარი 2021 21:51
5
ამდენ ხანს დაემტკიცებინა თუ რამის თავი გქონდა,დაიშალა ვინმემ.
პპპ123
13 იანვარი 2021 20:56
16
ეეე ბიჯო მიდი დაამტკიცე რას იმუქრები, რაც კარგი იქნები ყველა ტაშს დაგიკრავს, რა გჭირს ჯერ არაფერი გაგიკეთებია მასეთი, 1_თი ჯარიმა ყველას აქვს გატანილი უბანში თუ სად და კიდევ სად, რა იყო რას წყრები რა ქედმღლური განცხადებები გაქ,არ გვახსოვს რაღაც მსოფლიო ჩემპიუონატი მოგეგოს,ნიჭი კი გაქვს მაგრამ ამას გამოყენება ჭირდება.
ziko
13 იანვარი 2021 19:50
6
ქვილითაიც უთამაშებელი იყო თითქმის საერთდ არ ეძლეოდა შანსი ბელგიაში მაგრამ გადავიდა ანორთოსისში და ახლა უკვე ბომბარდირობისკენ იწევს მშვენიერ სეზონს ატარებს კვიპროსში დიდი იმედი მაქვს არაბიძეც ასევე კარგად ათამაშდება ძალიან ცუდია რომ როტორი მძიმე მდგომარეობაშია გუნდს სჭირდება მოგებები რომ ამოვიდეს გასავარდნი ზოდან და იმედი მაქვს ამოვა ბევრი ქართველი თამაშობს ამ გუნდში და არ მინდა მე 2 ლიგაში გავარდნენ.
ზაზა
13 იანვარი 2021 18:59
2
სიმართლე ვთქვათ ჯუღელმა ბევრი ქართველი მოაწყო რუსეთის კლუბებში მიუხედავად იმისა რომ ისინი მარტივად რომ ვთქვათ არ აკმაყოფილებდნენ ამ ჩემპიონატის დონეს იგივე არაბიძეც ფეხბურთელი რომელსაც ბოლო 2 სეზონია ფეხბურთი ფაქტიურად არ უთამაშია და ბოლოს თურქეთის მე 2 ლიგაში გამოდიოდა მოაწყო რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდში და მისცა შანსი კვიპროსში ქეცბაია და რუსეთში ჯუღელი ეს ორი კაცი რომ არ იყვნენ დიდი ალბათობით ყაზახეთს და აზერბაიჯანს ვერ გაცდებოდნენ ქარტველი ფეხბურთელების უმეტესობა.
გიო
13 იანვარი 2021 18:57
3
კარგი, კრიტიკოსების ჯიბრზე დადგეს ეს კაცი კარგ მოთამაშედ და კრიტიკოსების ჯიბრზე ითამაშოს დიდი ფეხბურთი! გულშემატკივრობა არ გარგებთ არაფერს და იქნება კრიტიკოსების ჯიბრზე მაინც აკონტროლოთ წონა, ფიზიკური კონდიციები და პროგრესი განიცადოთ. თორემ მოხვდებიან რამდენიმე თვით სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრში და იქ მთავრდება ამათი განვითარება!
Lasha
13 იანვარი 2021 18:56
7
ამის კრიტიკოსი ვინღაა? ტიპი გასაკრიტიკებელიც აღარაა, ანანიძეს პონტია, ყველას რო გვეცოდება. ყველაზე მაგრად მომეწონა პასუხი კითხვაზე: ნასიონალში რატომ არ გათამაშებენო? მეც არ ვიციო )))) მე ვიცი ზატო, კლასი არ გყოფნის და თან ზარმაცი ხარ, აი ეხლა ნახე რუსეტის ბოლოადგილოსან გუნდში თუ არ გადამაშონ, იმიტომ რომ შენი დონეა ზედგამოჭრილი, თუ არადა მერე დინამოში წამოხვალ და ესე ბიძია
მეგრელი
13 იანვარი 2021 18:54
14
ანანიძის "შესაცოდი" რა სჭირს? კი, ვერ შეძლო იმ ფეხბურთის თამაში, რასაც მისგან ველოდებოდით, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, რუსეთის ჩემპიონიც გახდა, თასიც მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა და ნაკრებშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ფულიც ბევრი იშოვა, თავის ოჯახსაც მიხედა და ბევრსაც ხელი გაუმართა.
Burton
14 იანვარი 2021 16:30
1
მახსოვს მოსკოვის ლოკომოტივს უნდოდა და გიორგიმ, რუსეთში არავითარ შემთხვევაშიო. წარმატებები გიორგის!
Георгий
13 იანვარი 2021 18:29
3
ღმერთმა ქნას დაბრდღვნა ყველაფერი გიო, მაგრამ მაიცდამაინც გულზე რუსეთის დროშით უნდა დაამტკიცო შენი კლასი? აქამდე გექნა ეგ ამბავი სადმე შე კაი კაცო.
ფანი
13 იანვარი 2021 17:43
11
რუსეთის დროშით რატო ? თუ როტორში დაბრდღვნის ყველაფერს , საქართველოს დროშით იქნება და არა რუსეთის , რანაირად აზროვნებს ეს ხალხი არ მესმის
ლშა
14 იანვარი 2021 11:14
2
22 წლის ფეხბურთელს როტორში გადასვლა უხარია
gio
13 იანვარი 2021 17:34
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული