"კრიტიკოსებმა ილაპარაკონ და თავიანთი ჭია გაახარონ, ყველაფერს მოედანზე დავამტკიცებ" - ინტერვიუ გიორგი არაბიძესთან

AutoSharing Option
22 წლის ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე კარიერას რუსულ "როტორში" გააგრძელებს. ჩვენებური ვოლგოგრადულ კლუბში 6-თვიანი იჯარით პორტუგალიური "ნასიონალიდან" გადაბარგდა.

Sportall.ge გიორგის დაუკავშირდა. ჩვენ მას ტრანსფერსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

"როტორთან" ხელი 6-თვიან იჯარას მოვაწერე, რის შემდეგაც გუნდს ჩემი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. ეს არ იქნება იმაზე დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს რუსეთის პრემიერლიგაში.

ტრანსფერში დიდი როლი მამუკა ჯუღელმა ითამაშა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. "როტორში" გადმოსვლამდე გუნდში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს ვესაუბრე, მათ კი მხოლოდ დადებითი ამბები მითხრეს.

რა თქმა უნდა, ჩემს
ტრანსფერში გარკვეული როლი მათთან გასაუბრებამაც შეიტანა. ჯერჯერობით არ ვიცი, დარჩება თუ არა ყველა ქართველი ფეხბურთელი "როტორში".

რატომ არ მათამაშებდნენ "ნასიონალში"? - სიმართლე გითხრათ, მეც კი არ ვიცი... არავისთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია და პირიქით, კარგი ურთიერთობა მქონდა. მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ენდობოდა, ვისთანაც გასულ სეზონში ჰქონდა ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ბევრს ვვარჯიშობდი და ვცდილობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი.

ჩემი მიზანი უცვლელია, რომ კვლავ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. ჩავარდნა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინ არაა. მარტივი არასდროს არაფერი არ არის.

რას ვუპასუხებდი კრიტიკოსებს? - მე მათ დიდი ხანია აღარ ვაქცევ ყურადღებას. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ და თავიანთი ჭია გაახარონ. იმ ადამიანებს კი, რომლებიც გვერდში მიდგანან და ჩემი დღემდე სჯერათ, დიდ მადლობას გადავუხდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ნახონ ისეთი არაბიძე, როგორიც სურთ".

არაბიძეს ბოლოსკენ კითხვა საქართველოს ნაკრებზეც და ეროვნულ გუნდში შესაძლო დაბრუნებაზეც დავუსვით:

"ყოველთვის მზად ვარ, ჩემი ქვეყნის ფორმა მოვირგო და ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

ალბათ, მაკედონიასთან ბიჭებს მცირედი დააკლდათ და დიდ ნატვრას ავისრულებდით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა", - გვითხრა არაბიძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ოღონდ შნ ივარგე არაბა და ხმის ამომღების
dato
13 იანვარი 2021 21:56
0
ამდენ ხანს დაემტკიცებინა თუ რამის თავი გქონდა,დაიშალა ვინმემ.
პპპ123
13 იანვარი 2021 20:56
16
კარგი, კრიტიკოსების ჯიბრზე დადგეს ეს კაცი კარგ მოთამაშედ და კრიტიკოსების ჯიბრზე ითამაშოს დიდი ფეხბურთი! გულშემატკივრობა არ გარგებთ არაფერს და იქნება კრიტიკოსების ჯიბრზე მაინც აკონტროლოთ წონა, ფიზიკური კონდიციები და პროგრესი განიცადოთ. თორემ მოხვდებიან რამდენიმე თვით სპორტული გამოცემების ყურადღების ცენტრში და იქ მთავრდება ამათი განვითარება!
Lasha
13 იანვარი 2021 18:56
7
ღმერთმა ქნას დაბრდღვნა ყველაფერი გიო, მაგრამ მაიცდამაინც გულზე რუსეთის დროშით უნდა დაამტკიცო შენი კლასი? აქამდე გექნა ეგ ამბავი სადმე შე კაი კაცო.
ფანი
13 იანვარი 2021 17:43
11
რუსეთის დროშით რატო ? თუ როტორში დაბრდღვნის ყველაფერს , საქართველოს დროშით იქნება და არა რუსეთის , რანაირად აზროვნებს ეს ხალხი არ მესმის
ლშა
14 იანვარი 2021 11:14
2
22 წლის ფეხბურთელს როტორში გადასვლა უხარია
gio
13 იანვარი 2021 17:34
23
წინასწარ გეტყვით, რომ სეზონში მაქსიმუმ 5 თამაშს ჩაატარებს და ეგ იქნება.
Modric
14 იანვარი 2021 16:16
6
14 იანვარს დავწერე ზედა კომენტარი და დღეს 7 ივლისია.
არაბიძემ დატოვა როტორი, ისე, რომ 4 მატჩი ითამაშა. ჯამში 39 წუთი.
არც გოლი, არც პასი.
Modric
07 ივლისი 2021 17:28
0
თვითონ ვერ ხვდებიან და იქნებ გავარდეს წელს ეს როტორი და იქ მოთამაშე ქართველ ბიჭებსაც ეშველოთ და ფლამარიონიც დაბრუნდება...
zura
13 იანვარი 2021 15:51
33
midi miateki,sheni imedi gvak!
qomagi
13 იანვარი 2021 22:37
4
საღოლ ჯიგარო, კიდე მოგვაკეტინე კრიტიკოსებს ჩაკარგული კარიერით!
Sgsf
13 იანვარი 2021 21:51
5
ორი შესაბოლი ფეხბურთელი დავითაშვილო და არაბიძე..მაგრამ საქმეს სჭირდება ასე ჩაერიცხებათ და 45-პრ-ი არქიპოს..ისე ვის რად უნდა ეს ორი ბიდონი...
ჯარჯი
13 იანვარი 2021 17:11
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული