football24: კვარაცხელიასთვის რუსეთში დარჩენა მავნებელია - დავაკვირდეთ გენიოსს გაზაფხულზე!

AutoSharing Option
football24-მა წერილი გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებზე, რომელთათვისაც რუსეთის პრემიერლიგაში დაყოვნება მავნებელია. ასეთად 6 ფეხბურთელი მიიჩნია: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), სერდარ აზმუნი (ზენიტი), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა), ალექს კრალი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი) და ვიქტორ კლასონი (კრასნოდარი). აი, რას წერს გამოცემა კვარაცხელიაზე:

"გასაგებია, რომ ახლა "რუბინი" დრიბლიორ ხვიჩას რაც შეიძლება დიდხანს შესანარჩუნებლად ძალზე მოკრძალებული კლუბია. შემოთავაზებები უამრავია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთში დიდხანს დარჩენას არ აპირებს - ამის შესახებ წლის ბოლოს (ის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ამ ქვეყნის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს) თავად ნახევარმცველმა თქვა, რომელიც
თებერვალში 20 წლის გახდება.

ყაზანურ გუნდშიც მთავარი ტალანტის განვითარებასა და მის მისწრაფებას, თავი ევროპაში გამოსცადოს, სწორად უდგებიან. "ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი მხოლოდ ფინანსებში კი არა, არამედ იმაშიც ვართ, რომ ბიჭი გაიზარდოს და განვითარდეს. რაღაც თანხებზე საუბარი ნაადრევია. დაე, ჯერ წინადადებით მოგვმართონ", - განაცხადა დეკემბერში "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

მაქსიმალურად სწრაფად ხვიჩას გაყიდვა ყაზანელებს მიზნად არ დაუსახავთ, მაგრამ მსუყე წინადადების შემთხვევაში, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს (მათ შორის, აგენტს), ზაფხულში ლამაზი ტრანსფერის გაჩარხვა შეუძლიათ. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ კვარაცხელია ჯერ მენტალურად ბოლომდე არ გაზრდილა (სლუცკიმ თქვა, რომ ბიჭი 'დისნეილენდში" ცხოვრობს) და "რუბინმა" კიდევ ცოტა უნდა გამობრძმედოს რუსეთის პრემიერლიგაში. არა მგონია, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი პირდაპირ ჩემოდნების ჩალაგებას აიძულებს, მაგრამ ხვიჩას უახლოეს 1-2 წელიწადში წასვლა მაინც გარდაუვალია.

გენიოსის პროგრესს გაზაფხულზე დავაკვირდეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
შურიანებს და ბოღმიანებს მოგმართავთ:ხვიჩამ სადმე თავად თქვა,რომ გენიოსია?მე იშვიათად მინახავს ასეთი თავმდაბალი,ახალგაზრდა,ხვიჩა ნამდვილად ნიჭიერია და შრომის მოყვარე,მან იცის რომ შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევს და კარგია,რომ მან ეს იცის,ამიტომ ცხოვრობს ის ბაზაზე,ამით ის ცდილობს თავისი დაუღალავი შრომით დიდი ფახბურთი ითამაშოს,ნუ გშურთ ასეთი ახალგაზრდების,თორემ ცუდად გახდებით.
თერჯოლელი
21 იანვარი 2021 18:44
0
ერთი მიშათი დაიწყო საქ.ისტორია და მეორე ამით ქართული ფეხბურთი. ცოტა უკან გაიხედე ვინ იყო მიშა, სლავა, ყიფო, ვოვა და კიდე ბევრი, ქინქლა კი ინგლისში თამაშობდა! ინგლისის ლეგენდაა. ჭაკვე ნაკრების მაშტაბით იგეგდა თამაშს. კი ბატონო, უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რასაც შეკვეთილი დტსტიები და ე.წ.ფანები კადრულობთ ყველა საზღვარს სცდება.ხოო არველაძეები გამომრჩა. კალაძემ ორჯერ ლიგა მოიგო.
საბა
20 იანვარი 2021 10:07
5
მინიმუმ1წელიც დარჩეს ხვიჩასთვის სჯობს , უფრო დაღვინდება და მერე ევროპის კარგ გუნდში გააგრძელებს
ალეკო
20 იანვარი 2021 09:39
3
ჩემი აზრით დამოუკიდებელი სქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გახდეს.
და შესაძლოა ყველა დროის.
ასეთი იყო ქინქლაძე მაგრამ ვერ გამოიყენა თავისი შესაძლებლობა.
ხვიჩას აქვს ყველაფერი, ნიჭი, მოონდომება, შრომისმოყვარეობა და წესიერება.
წარმატებები
las
20 იანვარი 2021 09:09
4
ეხლა ხვიჩამ ვარჯიშების პარალელურად უნდა დაიწყოს ინგლუსურის სწავლა,რათა სადაც არ უნდა მოხდეს,Მალე რომ შეძლოს იმ გუნდში ადაპტაცია.აუცილებლად
კახა ქ.
19 იანვარი 2021 22:34
2
ჯობია ერთი წელი მაინც დარჩეს რუსეთში, რუბინში ენდობიან და თამაშობს სისტემატურად, ევროპაში თე კარგი გენდი აიყვანს, საეჭვოა იმდენი დრო ათამაშონ როგორც აქ, ეს ფეხბურთელზე ცუდად იმოქმედებს, ასე რომ ჯობია აქ დაღვინდეს როგორც ფეხბურთელი და მერე წავიდეს ევროპის ისეთ გუნდში, სადაც ეცოდინება რომ ენდობიან
Nukri
19 იანვარი 2021 22:24
4
ხვიჩა არ გავს იმ ტიპებს ვინც რუსულ მაყუთს და ნაშობას დახამდეს,ის აუცილებლად ამ წლის ბოლომდე დატოვებს რუსეთს...
ბაჩი
19 იანვარი 2021 21:39
1
ებიჯო დაუჯერეთ, წლებია ამას ვიძახი და ჩემი თუ არ გჯერათ თვითონ რუსებს მაინც დაუჯერეთ, ხვიჩა წადი ევროპაში რაც შეიძლება მალე...
zura
19 იანვარი 2021 21:15
2
აცალეთ ფეხბურთის მეფეა..
yifo
19 იანვარი 2021 21:02
7
გენიოსი არა კიდე..
გენა
19 იანვარი 2021 20:46
35
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული