თურქეთში გადის შეკრებას "შახტარი", რომლის ღირსებასაც დავით ხოჭოლავა იცავს. დონეცკურმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა - ჯერ პოლონეთის" "ლეხთან" (1:1), შემდეგ კი ბულგარეთის "ლუდოგორეცთან" (2:2).
ხოჭოლავამ პირველ შეხვედრაში მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო მეორეში - პირველი. 26 იანვარს დონბასური გუნდი სლოვენიის "მარიბორს" წაესპარინგება.
"შახტარი" უკრაინის ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა, ლიდერ კიევის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩება და 13 თებერვალს კოვალივკაში "კოლოსს" დაუპირისპირდება.