სერბეთის ნაკრების ფორვარდი ხვიჩაზე: ვიამაყებ, მასთან ერთად რომ ვთამაშობდი

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინისა" და სერბეთის ნაკრების ფორვარდმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა კლუბის არხისთვის მიცემული ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"სიმართლე რომ გითხრათ, როცა მოვედი, კვარაცხელიას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. თანაგუნდელებს ვეკითხებოდი, ხვიჩა რა ფეხბურთელია-მეთქი.

თუმცა შემდეგ ვნახე ვარჯიშზე, მეორე ვარჯიშზე, თამაშებზე და ახსნა აღარ დამჭირვებია. ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ხვიჩა ისეთია, რომ, იმედია, დიდ კლუბში მოხვდება და შემდეგ ვიამაყებ, რომ მასთან ერთად ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი", - თქვა დესპოტოვიჩმა.

28 წლის ფორვარდი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" აღზრდილია, კარიერის ძირითადი ნაწილი კი "სპარტაკ სუბოტიცასა" და ყაზახურ
კლუბებში აქვს გატარებული. "ასტანაში" თამაშის დროს "ლოს ანჯელეს გალაქსი" იწვევდა, კონტრაქტი შეთანხმებული იყო, თუმცა კალიფორნიელებმა ზლატანი მიიყვანეს და ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო "დესპოტი" "გალაქსისში" ვერ გადავიდა. შემდეგ იყო "ორენბურგი", "რუბინს" კი მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გელეკსი რო იწვევდა და უცებ ორენბირგში გაიჩითა მაგარი ჩანართი იყო ტექსტში მიუხედავად იბრასა და მართლა ერთი თავდასხმელია გუნდში(იგნატიევზე არაფერს ვამბობ)
L.J.
20:02 26-01-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული