უნგრეთის ჩემპიონატზე გიორგი ბერიძემ ისევ გამოიჩინა თავი.
ბერიძის "უიპეშტი" მე-18 ტურში გასვლაზე 2:3 დამარცხდა "მეზიკოვეშდთან". ქართველი ნახევარმცველი 34-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 78-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (2:2), თუმცა მასპინძლებმა 81-ე წუთზე კიდევ ერთხელ დალაშქრეს დედაქალაქელთა კარი და გაიმარჯვეს.
ბერიძემ მიმდინარე ტურნირის 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი 19 ქულით მე-9 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 3 თებერვალს ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.