ხვიჩა "იუვენტუსს", "ინტერს", "მილანს" და ა.შ. აინტერესებთ - მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.

"ინტერესი გამოავლინა "ინტერმა", "იუვენტუსმა", "რომამ" და "მილანმა", "დორტმუნდმაც". ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ "ნაპოლიც" გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.

გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ "რუბინს" მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის.
კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა "რუბინის" ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,"- განაცხადა ჯუღელმა.



მკითხველის კომენტარები / 50 /
რა დონეზეც არ უნდა იყოს ესეთი გუნდების დაინტერესება უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს და მაგარია . წარმატებები კვარა
ლშა
31 იანვარი 2021 15:38
1
წარმატებები ხვიჩას! ვამაყობთ შენით! აბა შენ იცი, მთავარია პროფესიონალი იყო ყოველთვის, მოინდომო კიდევ უფრო, იშრომო მეტი და დიდ ფეხბურთს ითამაშებ! გვეიმედები!!!
ბათუმი
31 იანვარი 2021 15:59
0
ჩვენი იმედია ხვიჩა,უმაგრესი ქართველი ტალანტი,ხვიჩა მეტია ვიდრე რუბინი,ნამდვილად გამიხარდება დიდი კლუბი,მაგრამ ამ ეტაპზე ხვიჩა მეტად გავითარდება ნაპოლიში ან დორტმუნდში
ავლიპა
31 იანვარი 2021 17:21
2
ლუკას: მეგრული ქართველური ენების ჯგუფს განეკუთვნება. დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ როდესაც რამე არ ვიცით, ნუ ვწერთ იმას. თუმცა აქ ზოგიერთის მატრაკვეცულ-კუთხური გამოხტომები რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია.
ალექსანდრე
01 თებერვალი 2021 00:59
3
სამწუხაროდ ზოგიერთმა მეგრელმა ქართული არ იცის კარგად და მაგიტომ წერენ ალბათ მეგრულად აქ)) მე მეგრელი ვარ და არასდროს დავილაპარაკებ მეგრულად იქ, სადაც ვიცი რომ არ ესმით...
მეგრელი
01 თებერვალი 2021 10:02
11
გენაცვალე სიმართლეში...
ავლიპა
01 თებერვალი 2021 09:36
3
აქ მეგრულად დაწერილ კომენტარებზე ზოგიერთებს რატომ გაღიზიანებთ? მეგრული რა ქართული არა? მეგრული სვანური იგივე ქართულია და ვალდებულია ადმინიც, რო დაუშვას კომენტარი. რაც შეხება ხვიჩას მინდა, რო პრემიერლიგაში ითამაშოს. წარმატებები
გოგა
31 იანვარი 2021 19:46
30
წარმატებები ხვიჩას!!! იმედია, ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს გააძლიერებს!!!
tngh
31 იანვარი 2021 16:53
1
წიმე ულა ჯიმა ხვიჩა,იუვენტუსის რონალდოშ ხასლას ქომძირდა თინილო დო ამაყას
ბაჩი
31 იანვარი 2021 16:20
48
წერეთ და იმეტყველეთ ქართულად და არა კუთხურ დიალექტზე,სხვამაც რო გაიგოს...
ავლიპა
31 იანვარი 2021 17:12
18
ხვიჩას ეს ვარიანტები იცით რას მაგონებს? გიორგი ჩაკვეტაძეზე, რომ იყო ერთი ამბავი ატეხილი, რამის მთელი ევროპის გრანდები იწვევენო და მერე ყველაფერი, რომ მიყუჩდა. ჯერ დაზუსტდეს ხვიჩაზე, ნამდვილი ამბავია თუ არა და მერე ვიზეიმოთ.
gela
31 იანვარი 2021 18:05
23
ხანდა,ხანდა დო ხოლო ხანდა,თენა ვარე სქანდა გიორაგადალი ჩქინი ჯგვეჯგვი მარგალი
emigrant
31 იანვარი 2021 16:22
47
წერეთ და იმეტყველეთ ქართულად....შეეშვით ამ კუთხურ დიალექტებს....რა გინდათ ხალხს უნდა შეაზიზღოთ საქართველოს მარგალიტი და იმედი?!პატივი ეცით სახელმწიფო ენას...ადმინ შენ კიდე გძინავს?!ქართული საიტია თუ მეგრული დიალექტების სპარინგი აქ...
ავლიპა
31 იანვარი 2021 17:17
25
ქართველია ბიჯო, ქართველი! ჩემი თუ არ გჯერავს ლავრენტი ბერიას სულს კითხე!
aburjga
31 იანვარი 2021 16:43
6
ყველა გამოხმაურება
უმეტესად არ მიდებთ ხოლმე კომენტარებს ( ჩვეულებრივ კომენტარებს , მაგ. წარმატებები და ა.შ) და მეგრულად რო წერენ სულ დებ ადმინ და შენც მარგალი ხარ? )))
ლშა
31 იანვარი 2021 18:19
16
აგენტი ამბობს, რომ ხსენებულმა გუნდებმა ინტერესი გამოავლინეს... თუ ძალიან დიდ კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოს არ გათქვამს, ეგებ, ვთხოვოთ მას და სხვა აგენტებსაც, რომ დაგვიკონკრეტონ ხოლმე, რაში გამოიხატებს ეს ინტერესის გამოვლენა, თორემ ყველაფერი ჭორაობას ემსგავსება და შექმნილი აჟიოტაჟი უპირველესად თავად ფეხბურთელზე მოქმედებს ხოლმე ყველაზე ნეგატიურად. კვარა კი ყველას მხოლოდ ტოპ გუნდისთვის გვემეტება და იმედია, ასეც იქნება.
მ.ტ.
31 იანვარი 2021 18:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული