კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში აეკ-ისა და "ანორთოსისის" მატჩი 0:0 დასრულდა.
"ანორთოსისში" შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა, გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ტრავმამორჩენილი თორნიკე ოქრიაშვილი მე-80 წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ქართველების გუნდი 44 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა და 10 თებერვალს აელ-ს შეხვდება.
ნამატჩევს "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, გოლის გატანის მეტი შანსი მის გუნდს ჰქონდა, თუმცა ფრე ლოგიკური შედეგია.