"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის შესახებ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა კლუბის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ჩვენს ლაზარეთში კვლავ რჩება გიორგი ჩაკვეტაძე. ტრავმირებულებს შორის ასევე არიან ოჯიჯა ოფოე და დე ბრუინი.

კარგი ამბავს ის მაქვს, რომ დაგვიბრუნდნენ კასტრო-მონტესი და ჰანჩე-ოლსენი", - თქვა ვანჰაეზბრუკმა.

საინტერესოა, რომ 16 იანვარს ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად ვანჰაეზბრუკმა ისაუბრა, სადაც თქვა, ჩვენებურის გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდიოდა, ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ალბათ, მოედანსაც მალე დაუბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე მოედანზე 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
მე თუ მკითხავთ, ეს კარგი ამბავია, სულაც არ მომეწონა ამ მწვრთნელის ბოლო ოპტიმიზმი, ახლა მონი ნაღდად ბოლომდე მიიყვანენ მკურნალობას, გიო! არ იჩქარო არაფერი, ყველაფერი წინ გაქვს, ნუ იჩქარებ, ფორსირება არაა საჭირო, შენ დიდი ფეხბურთელი უნდა დადგე კარგი ექიმების ხელში.
2
ეხლა კვარა ყავთ აჩემებული, ისეთს წერენ და ამბობენ რამე ახალი შარი არ გვეცეს. ცოტა დაოკდით და ძირს დაეშვით. ნიჭიერი ბიჯია კვარა და ყველაფერი იქნება. ჭანკვე კი შეუდარებელია სანაკრებო შედეგით. თავმდაბალი და ღირსეული კაცია.
ჯაბა
16:10 09-02-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული