"ჩემი ჩებურეკები" - ინგუში ფეხბურთელის ხვიჩასა და ზურიკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველმა, ინგუშმა სოლრმურად ბაკაევმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტო განათავსა, სადაც ქართველ ფეხბურთელებთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად დგას. 

"ჩემი ჩებურეკები" - ნახევარმცველმა ფოტო ასეთი წარწერით დადო, რასაც გულთბილი კომენტარები მოჰყვა. 

9 თებერვალს "რუბინმა" ამხანაგურ შეხვედრაში "ნიჟნი ნოვგოროდი" 3:1 დაამარცხა. ხვიჩამ ამ შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა. 

19 ტურის შემდეგ 28 ქულით "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს.



მკითხველის კომენტარები / 19 /
ქართველებსა და ინგუშებს შორის მეგობრობის და ურთიერთ პატივისცემის ხიდი,ჩვენი: ქართველებისა და ინგუში დიდი წინაპრების მიერაა გადებული,სადაც საუკუნეებია მეგობრულად და ურთიერთ სიყვარულით დავიარებით.
ერთი თვალსაჩინო მაგალითს გეტყვით ქართველებსა და ინგუშებს შორის ურთიერთ პატივისცემისა და მეგობრობისას:იმ ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირის დროს მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ინგუშები თავიანთი ტერიტორიიდან გადაასახლეს შუა აზიაში და ინგუშთა სახლებში ოსები,კიდევ სხვა ერის წარმომადგენლები და მათ შორის ქართველებიც ჩაასახლეს,როცა ინგუშები უკან დაბრუნდნენ გადასახლებიდან მხოლოდ ქართველებმა ინგუშებს სახლები ულაპარაკოდ დაუცალეს,წყვილწყვილი მსხვილფეხა საქონელიც კი დაუტოვეს,რომ პირველ დღეებში ცხოვრება არ გაჭირვებოდათ,მარტო ეს არა,სხვაც ბევრი რამ კარგი არსებობს ინგუშებსა და ქართველებს შორის.
ნიკოლოზი
10:43 13-02-2021
0
ინგუშებს ქარტველების წინაარმდეგ არასდროს უომიათ, ქართველებტან ერტად საქართველოსტვის კი, ფარნავაზს ცოლად ინგუში ყავდა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული