"ჩემი ჩებურეკები" - ინგუში ფეხბურთელის ხვიჩასა და ზურიკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველმა, ინგუშმა სოლრმურად ბაკაევმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტო განათავსა, სადაც ქართველ ფეხბურთელებთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად დგას. 

"ჩემი ჩებურეკები" - ნახევარმცველმა ფოტო ასეთი წარწერით დადო, რასაც გულთბილი კომენტარები მოჰყვა. 

9 თებერვალს "რუბინმა" ამხანაგურ შეხვედრაში "ნიჟნი ნოვგოროდი" 3:1 დაამარცხა. ხვიჩამ ამ შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა. 

19 ტურის შემდეგ 28 ქულით "რუბინი" რუსეთის პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს.



მკითხველის კომენტარები / 19 /
ინგუშები ქართველებს აფასებენ და პატივისცემით ეპყრობიან.მისასალმებელია რომ ასეთივე განწყობაა ფეხბურთელებს შორის...
nodiko
14:35 11-02-2021
2
დიდი ხნის წინ, ინგუშეთში ყოფნისას, გამაოცა ინგუშების დამოკიდებულებამ ქართველებისადმი. უსაზღვროდ გვცემენ პატივს.
ILIA
16:51 11-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული