ბრწყინვალე ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა

AutoSharing Option
4-თვიანი პაუზის შემდეგ "გენტისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა.

21 წლის ჩვენებურმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც "გენტის" 21-წლამდელთა გუნდი "მუსკრონის" 21-წლამდელებს დაუპირისპირდა და 9:2 გაიმარჯვა.

ჩაკვეტაძემ ერთი ტაიმი სრულად ჩაატარა და პენალტის ნიშნულიდან გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი 2020 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ მწვანე მინდორზე პირველად გამოჩნდა.

იმედია, ტრავმები უკვე წარსულია და ახლა სულ მის წარმატებაზე მოგვიწევს წერა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს ამბავი ძალიან გამეხარდა! წყალს წაუღია პოლიტაკა და დაპატიმრებები! ესაა გაკეთებული საქმე!
გლახუნა-ს
13:29 17-02-2021
1
მიდი ჩაკვე შენი იმედი გვაქ
irakli
13:53 17-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული