საბა კვირკველიამ ვილი სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იქნება და ეს ამბავი უკვე ყველასთვისაა ცნობილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირკველიას დავუკავშირდით და მოსაზრებას დავეკითხეთ.

"სანიოლი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი დონისაა.

ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიდებული კარიერის მქონე მოთამაშესთან და ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელთან ერთად მოგიწევს მუშაობა.

ვფიქრობ, რომ სანიოლი ფეხბურთელებს ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. რა თქმა უნდა, ფედერაციამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე, ჩემპიონთა ლიგის
გამარჯვებულზე...

მოუთმენლად ველი სანიოლთან ერთად მუშაობას და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ", - ამბობს კვირკველია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არ დაიღალეთ ამდენი ნეგატივის ლაპარაკით? ვაცადოთ, ვნახოთ, კარგი ფეხბურთელი იყო, ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი, მადლობა ვუთხრათ, რომ დათანხმდა საქართველოს ნაკრების ხემძღვანელობას. (ამას ბევრი ვერ გაბედავდა)
1
საინტერესოა 25 ნაკრების მოთამაშისგან რა ნიშნით ეს შეირჩა? კარგი ორატორია?გონებამახვილია თუ ავტორიტეტულია? ალბათ პრინციპულია რპლ-ს რომ არ ღალატობს.
vaxo
13:58 18-02-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული