"გენტმა" ჩემპიონატის ბოლო ტურში "მუსკრონი" 4:0 დაამარცხა და მისი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი გამარჯვებითაც კმაყოფილია და გუნდის ლაზარეთის დაცარიელებითაც. ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ამ გუნდების დუბლების მატჩში ერთი ტაიმი ითამაშა. დღეს, 19 თებერვალს, "გენტი" სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება, ჩვენებური კი განაცხადში არ არის. აი, რა თქვა ვანჰაზებრუკმა Het Nieuwsblad-თან:
"ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა, ამას კი ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი თამაშის შემდეგ ტრავმა არ გამიზეზებია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში ითამაშებს.
ყველაფერი ისე მარტივად არ არის. მის გარშემო ძალიან
ბევრი ხმაურია. ის, როგორც მისი გარემოცვა იქცევა, გადაჭარბებულია. ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ, თუმცა წესრიგი დავამყარეთ. დიახ, ეს ძირითადად მისი გარემოცვისგან მოდის".
ჩაკვეტაძემ ბოლოს "გენტში" 4 ოქტომბერს ითამაშა.
სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან მაგრამ ჩეთვის ჩაკვე და კვარა არიან ის ფეხბურთელები ვის ირგვლივაც უნდა აშენდეს ახალი ნაკრები და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გიორგი ნელ ნელა აკრიფავს ფორმას დაიწყებს სრულფასოვნად თამაშს და ეს ყველაფერი გენტის ინერესშიც არის მათაც უნდათ რომ გიორგიმ კარგად ითამაშოს რომ შემდეგ კარგ გუნდში დიდ ფასად გაყიდონ ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს მონაცემები პოტენციალი კარგ ჩემპიონატშა კარგ კლუბში გვერდშიც ბევრი ადამინი უდგას აქვს ქართველი გულშემატკივრის დიდი სიყვარულიც და კლუბის დიდი ინერესიც მის მიმართ და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული მან უნდა აჩვენოს მოედანზე თავის შესაძლებლობები წარმატებას ვუსურვებ გიორგის.