"გენტის" მწვრთნელი: ჩაკვეტაძის გარემოცვა ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს

AutoSharing Option
"გენტმა" ჩემპიონატის ბოლო ტურში "მუსკრონი" 4:0 დაამარცხა და მისი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაზებრუკი გამარჯვებითაც კმაყოფილია და გუნდის ლაზარეთის დაცარიელებითაც. ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ამ გუნდების დუბლების მატჩში ერთი ტაიმი ითამაშა. დღეს, 19 თებერვალს, "გენტი" სტუმრად "მეხელენს" დაუპირისპირდება, ჩვენებური კი განაცხადში არ არის. აი, რა თქვა ვანჰაზებრუკმა Het Nieuwsblad-თან:

"ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა, ამას კი ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი თამაშის შემდეგ ტრავმა არ გამიზეზებია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სეზონში ითამაშებს.

ყველაფერი ისე მარტივად არ არის. მის გარშემო ძალიან
ბევრი ხმაურია. ის, როგორც მისი გარემოცვა იქცევა, გადაჭარბებულია. ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებენ, თუმცა წესრიგი დავამყარეთ. დიახ, ეს ძირითადად მისი გარემოცვისგან მოდის".

ჩაკვეტაძემ ბოლოს "გენტში" 4 ოქტომბერს ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 29 /
შიგნით რა ხდება ეგ არ ვიცი მაგრამ ერთი რაც ვიცი ისაა რომ გიორგი არის ჩვენი ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დღევანდელი საქართველოს ნაკრები მე ვერ წარმომიდგენია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გარეშე ესენი არიან მომავლის ფეხბურთელები ჩემთვის პირადად.
სხვა კარგი ფეხბურთელებიც არიან მაგრამ ჩეთვის ჩაკვე და კვარა არიან ის ფეხბურთელები ვის ირგვლივაც უნდა აშენდეს ახალი ნაკრები და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გიორგი ნელ ნელა აკრიფავს ფორმას დაიწყებს სრულფასოვნად თამაშს და ეს ყველაფერი გენტის ინერესშიც არის მათაც უნდათ რომ გიორგიმ კარგად ითამაშოს რომ შემდეგ კარგ გუნდში დიდ ფასად გაყიდონ ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს მონაცემები პოტენციალი კარგ ჩემპიონატშა კარგ კლუბში გვერდშიც ბევრი ადამინი უდგას აქვს ქართველი გულშემატკივრის დიდი სიყვარულიც და კლუბის დიდი ინერესიც მის მიმართ და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული მან უნდა აჩვენოს მოედანზე თავის შესაძლებლობები წარმატებას ვუსურვებ გიორგის.
გიო
02:39 19-02-2021
4
გენტის ინტერესშია ჩაკვეტაძის კარგი თამაში. დარწმუნებული ვარ გენტი ყველაფერს გაკეთებს იმისთვის, რომ ჩაკვემ უმაღლეს დონეზე ითამაშოს ერთი მარტივი მიზეზის გამო გენტი არის კლუბი, რომლის პოლიტიკაცაა იყიდე ტალანტი გაზარდე და გაყიდე დიდ ფასად, ჩაკვე არის ის ტალანტი ვისაც შეუძლია ,რომ გენტს ათეულობით მილიონი მოუტანოს, როგორც ჯონათან დევიდმა მოუტანა,ხოლო ფეხბურთელის ფასს სატრანსფერო ბაზარზე განსაზღვრავს მისი სტატისტიკა თამაშის ხარისხი და ა.შ აქედან გამომდინარე გენტი ყველაფერს გაკეთებს, რომ ჩაკვე გაიხსნას ბოლოდე და ითამაშოს მაღალ დონეზე მთავარია ჩაკვე იყოს ჯამრთელად და ფსიქოლოგიურად მზად თამაშისთვის წარმატებებ გიორგის.
გელა
02:16 19-02-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული