გრიგალავამ ძიუბას გასაქანი არ მისცა, მისმა გუნდმა კი "ზენიტი" გამოაგდო

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/8 ფინალში გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" პეტერბურგში 2:1 დაამარცხა პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი და ამ ტურნირის გასული წლის გამარჯვებული "ზენიტი" და მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და რუსეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელ არტიომ ძიუბას გასაქანი არ მისცა.

"არსენალს" "ზენიტი" ბოლოს 2018 წლის დეკემბერში ჰყავდა დამარცხებული და დღევანდელი მატჩის შედეგი ყველამ სენსაციად შეაფასა.

გრიგალავამ ამ სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვუყურე მართლა კარგად ითამაშა ღიპიანი ნლუძახე შენ ბურთიც კარგად ამოაქ გრძელი პასებიც ეხერხება.ცენტრში კაია
მოსეხონელი
21 თებერვალი 2021 12:33
0
გასაქანი არ მისცა. თურმე სულ ღიპზე უთამაშებია...
ლევანი
21 თებერვალი 2021 14:28
1
არტიომ ძიუბა ფეხბურთელია?!
???
21 თებერვალი 2021 13:34
1
ძიუბა მეკარე იყო?))
გია
21 თებერვალი 2021 12:38
1
კარგით რა! რა გრიგალავა!
ავჭალიდან
21 თებერვალი 2021 12:18
1
ეს თუ გრიგალავას გუშინდელი ფოტოა კარგად დაუკლია წონაში.
roma bejanidze
21 თებერვალი 2021 10:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული