გრიგალავამ ძიუბას გასაქანი არ მისცა, მისმა გუნდმა კი "ზენიტი" გამოაგდო

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/8 ფინალში გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" პეტერბურგში 2:1 დაამარცხა პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი და ამ ტურნირის გასული წლის გამარჯვებული "ზენიტი" და მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და რუსეთის ეროვნული გუნდის თავდამსხმელ არტიომ ძიუბას გასაქანი არ მისცა.

"არსენალს" "ზენიტი" ბოლოს 2018 წლის დეკემბერში ჰყავდა დამარცხებული და დღევანდელი მატჩის შედეგი ყველამ სენსაციად შეაფასა.

გრიგალავამ ამ სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი მე-14 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გასაქანი არ მისცა. თურმე სულ ღიპზე უთამაშებია...
ლევანი
14:28 21-02-2021
1
არტიომ ძიუბა ფეხბურთელია?!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული