ბერიძემ "უიპეშტი" თასის 1/4-ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ "უიპეშტი" უნგრეთის თასის მეოთხედფინალში გაიყვანა.

"უიპეშტმა" მერვედფინალში სტუმრად 2:1 დაამარცხა ჩემპიონატის მეორეადგილოსანი "პუშკაშ აკადემია", გადამწყვეტი გოლი კი 84-ე წუთზე ბერიძემ გაიტანა, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს.

მეოთხედფინალში "უიპეშტი" "მეზოკოვეშდს" შეხვდება.

გიორგის ჩემპიონატის 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი გუნდი სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იყო...პუშკაშ აკადემიის სტადიონი გლიჯავს. დახურული ბუნებრივი მოლით.
emigranti
02:30 25-02-2021
0

სიახლეები პოპულარული