"გიორგი, ნუ იჩქარებ" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა გიორგი წიტაიშვილის მოქალაქეობის შეცვლაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ჩვენებურს საქართველოს ნაკრებში თამაში აქვს გადაწყვეტილი.

ამ ამბავს უკრაინული პრესა და საფეხბურთო წრეების წარმომადგენლები ძალიან ცუდად შეხვდნენ. მათ არც მარკევიჩი ჩამორჩა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ეს ძალიან დელიკატური თემაა. უპირველეს ყოვლისა, ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ.

ყველა თავის მომავალს თავად განსჯის და თუ წიტაიშვილს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მოქალაქეობის შეცვლა, მისი გადარწმუნება ძალიან რთული იქნება.

ჩემი აზრი და რჩევა ასეთია: გიორგიმ
არ უნდა იჩქაროს და თავის მომავალზე კარგად დაფიქრდეს. მან იჯარით ყოფნის პერიოდში უნდა დაამტკიცოს, რომ "დინამოში" თამაშის ღირსია, შემდეგ კი სანაკრებო მომავალი გადაწყვიტოს.

გიორგი ძალიან ამბიციური ბიჭია და ის უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შესაძლოა, წიტაიშვილი ფიქრობს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებიდან უფრო მალე შეეძლება, რადგან "დინამომ" ის გაანათხოვრა.

ვფიქრობ, წიტაიშვილს თამაში გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში არ აქვს და ნებისმიერ გუნდში მოხვედრას დამსახურება უნდა", - ამბობს მარკევიჩი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
მე მურთაზ კვარაცხელია ვამბობ წიტაიშვილი არის მამაჩემის ნათლულის ფიფას მსაჯის სერგო კვარაცხელიას ძმის შვილიშვილი და მას არა აქვს უფლება მამამისივით კლიმემენტისავით არ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში და ყველა ქართველს ვისაც კი შეუძლია რამეთი გამოადგეს თავის ქვეყანას და ნაკრებს უნდა ითამაშოს ჩვენი ქვეყნის ნაკრებში და არამც და არამც არ მოიქცეს ჯიქიასავით რომელმაც ფულზე გაცვალა ქვეყანა მასეთები
ყოველთვის გვყავდა პაჩკა ორ შაურად
მურთაზი
17:05 01-03-2021
1
უკრაინის ნაკრებში იმხელა კონკურენცია მის პოზიციაზე რომ არამგონია შემდგომ წლებში მას მიეცეს შანსი თამაშის ყველა ფეხბურთელი ვინც მის პოზიციაზე თამაშობს უკრაინის ნაკრებში ყველა თავის კლუბში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია იგივე იარმოლენკო ციგანკოვი ზუბკოვი მარლოსი ეს ფეხბურთელები კიდევ წლები ითამაშებენ და უკრაინის ნაკრებზე ოცნებას არ ურჩევნია ახლა ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში სადაც ნამდვილად ათამაშებენ და ითამაშოს ესპანეთან და შვედეთან და შემდეგ ერთალიგის გათამაშებაში ეს მის საფეხბურთო კარიერასაც დაეხმარება და საქართველოს ნაკრებსაც ვიდრე იოცნებოს უკრაინის ნაკრებზე თავის საქმის თვითონ იცის მე არ გამიკვირდება რომ საერთოდ არ ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში რადგან ადრეც ყოფილა ამ ფეხბურთელის ირგვლივ მზგავსი საუბრები მაგრამ მაინც არ ჩამოსულა.
ჯონი
15:15 01-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული