კიდევ ერთი მაგარი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება!

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მალე ითამაშებს.

ნავარაუდევი იყო, რომ ჩაკვეტაძე თებერვლის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დაახანა და ალბათ, ეს უკეთესიცაა, ვინაიდან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა. ის უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თასზე "ეუპენთან" გასვლითი მატჩისთვის ემზადება.

გიორგი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მატჩის განაცხადში შეიყვანა, კლუბმა კი თამაშის აფიშა მისი სურათით გააფორმა.

"ეუპენისა" და "გენტის" შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩაკვეტაძე ფორმაში ჩადგება და გადახალისებულ საქართველოს ნაკრებს უახლოეს სამ
მატჩში დაეხმარება.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემტევები გიორგი წიტაიშვილი (ვორსკლა) და გიორგი მიქაუტაძე (სერენი) საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ და ჩვენი ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის, ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
გამეხარდა Ჩაკვეს ამბავი. და რიᲗ ვერ მოგვარდა მაგ ხალხზე პასპორტის გადაცემა?
ბაᲗუმის დინამოს ფანი
22:50 02-03-2021
1
ეს ძალიან კარგი სიახლეა გამიხარდა გიორგის ამბავი იმედი მაქვს პრობლემები აღარ ექნება და 25 ს თვის ოპტიმალურ ფორმაში შევა პ.ს იქნებ გარკვიოთ და დაწეროთ რამდენად სერიოზულია კიტეიშვილის ტრამვა და შეიძლება თუ არაა ამ სანაკრებო თამაშებისთვის დაბრუნებას
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული