ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო - "გენტმა" ამ სეზონში ყველაფრის შანსი დაკარგა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხუთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "ეუპენთან" თასის მატჩში დაბრუნებას ამაოდ ველოდით. მართალია, ის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადში შეიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

"გენტი" კი 1/4-ფინალში სტუმრად 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამ სეზონში გუნდმა ყველა ფრონტზე წარუმატებლობა განიცადა: ევროტურნირებზე, ბელგიის თასზე, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და დიდი ალბათობით, მედლებისთვის ვერ იბრძოლებს.

"გენტი" 8 მარტს "ოსტენდეს" მასპინძლობს და შესაძლოა, გიორგის თამაში მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
წინა სეზონში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დევიდი ათრევდა ამ გუნდს წავიდა დევიდი და დღეს მეორე ლიგიდან გადმოსული გუნდებიც კი უფრო წინ არიან ცხრილში ვიდრე გენტი ალბათ ზაფხულში იარემჩუკიც წავაა კარგ გუნდში სამწუხაროდ ჩაკვეტაძისთვის გამოდგა უიღბლო გენტში გადასვლა იარემჩუკიც დევიდიც და ჩაკვეტაძეც ერთად მივიდნენ გენტში არც იარემჩუკი და არც დევიდი არ მისულან იქ ბარსელონადან ან რეალიდან იარემჩუკი კიევს დინამოს დუბლებიდან დაიმატეს,ხოლო დევიდი კანადის რომელიღაც გაუგებარი გუნდიდან და ორივევ კარიერა აიწყოო,ხოლო ჩაკვეს სამწუხაროდ პრობლემების მეტი არაფერი შექმნია ამ გუნდში მე პირადად დიდი იმედი მაქვს რომ დარჩენილ თამაშებში მაინც მისცემს სათამაშო დროს რომ ფსიქოლოგიურადაც რომ განეწყოს კარგად ჩაკვე და ნაკრებში რომ ჩამოვა რაღაც პრაქტიკა ჰქონდეს.
გელა
00:44 04-03-2021
1
რა გაახურეთ საქმე თქვე ვაიგულშემატკივრებო?! მარადონას გოიკოეჩეამ საერთოდ ფეხი მოსტეხა, მაგრამ მერე რა ითამაშა ყველამ იცის, მოირჩინე ტრავმა ბოლომდე გიო, გაწუხებს რაღაც? არ უსმინო ექიმებს და დასკვნებს, სურათებზე და ექოსკოპიაზე შეიძლება ყველაფერი სუფთა იყოს და ექიმმა გითხრას მზადა ხარო, მაგრამ შენ თუ გრძნობ, რომ რაღაც მაინც ვერაა ბოლომდე კარგად, თუ ოდნავ მაინც გტკივა, არ დაიტვირთო. ბოლომდე, ბოლომდე მოირჩინე ტრავმა და მერე ითამაშე, ყველაფერი გამოგივა, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული