ნიკა ნინუა: ნაკრებში გამოძახებას ველოდები, იქნებ საბერძნეთთან ვითამაშო...

AutoSharing Option
სალონიკის პაოკ-ი საბერძნეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო ნიკა ნინუმ 1/4-ფინალში "ლამიას" წინააღმდეგ გოლი გაიტანა და შეხვედრის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა.

"თავს ძალიან სასიამოვნოდ ვგრძნობ, ბედნიერი ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას თუ ველოდები? დიახ, რა თქმა უნდა, იქნებ მიხმონ კიდეც და საბერძნეთის გუნდთან ვითამაშო", - თქვა ნინუამ.

მომზადებულია sport-fm.gr-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
უნდა გადავიდეს სხვაგან და მერე ექნება ნაკრებიც
გენა
05 მარტი 2021 08:28
4
ბატონებო, საქართველოს ნაკრებში თამაში თქვენ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ხომ არ გგონიათ? კაცს ფაქტიურად სეზონი გაუცდა, მხოლოდ ერთხელ შეცვლაზე შეუშვეს და თქვენ იმიტომ, რომ ჯარიმებს კარგად ურტყავს ნაკრებში თამაშს იმსახურებსო. კაცი პაოკის ძირითადში ვერ ხვდება და თქვენ ნაკრების ძირითადში ახვედრებთ რა სპორტია.
ჰავლაბრელი ტიღუა
14 აპრილი 2021 18:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული