This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
ჩინებულ სეზონს ატარებს თურქეთის სუპერლიგაში 26 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე -ჩემპიონატის ოცდაექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მუდამ ძირითად შემადგენლობაშია და თავისი გუნდის სული და გულია. ლობჟანიძემ ლიდერ "გალათასარაისთან" მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა და sabah-მა ("დილა") მისი კარგი თამაში აღნიშნა:
"ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში ყურადღება მიიქცია, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. "გალათასარაისთან" მეორე ტაიმი მისი ქარიშხალივით სწრაფი კონტრიერიშით დაიწყო, ბრაზილიელ მცველ მარკაოს ლამაზი დრიბლინგით გასცდა და ურუგვაელ მეკარე მუსლერას გოლი გაუტანა.
გასულ წელს დანიური "რანდერსიდან" გადმოსულმა სადებიუტო გოლი "ფენერბახჩესთან" გაიტანა, შემდეგ კი იმავე სეზონში "გალათასარაიც" დაამწუხრა და დაამარცხა".