"ზენიტის" მწვრთნელის ნააზრევი - ნახეთ, როგორ აპირებს ის კვარაცხელიას შეჩერებას

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზენიტს" უმასპინძლებს.

მატჩის წინ კომენტარი პეტერბურგელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემაკმა გააკეთა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სადაც ის იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ უნდა გაანეიტრალოს ხვიჩა კვარაცხელია და სხვა სწრაფი ფეხბურთელები.

"რუბინი" არის გუნდი, რომელიც ძალიან სწრაფ, ლაღ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. ყაზანელებს ძალიან კარგი შემტევები ჰყავთ.

რა თქმა უნდა, გამოსარჩევია კვარაცხელია, რომელსაც ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს. მას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს თავისი საუკეთესო თვისება გამოამჟღავნოს.

ქართველი ძალიან კარგ ფორმაში
იმყოფება და ძალიან დიდ სისწრაფეებზე შეუძლია თამაში, რაც ჩვენ არ უნდა დავუშვათ.

ძალიან დიდ საშიშროებას ველით მაკაროვისა და ბაკაევისგან, რომლებიც ფლანგებს აკონტროლებენ. პლუს, არ უნდა დაგვავიწყდეს დესპოტოვიჩი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან ბევს იტანს", - თქვა სემაკმა.

შეგახსენებთ, რომ "რუბინისა" და "ზენიტის" მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თამაში ჩვენი დროით 20:00 საათზე კი არა, 17:30-ზე იწყება.
თენგო
07 მარტი 2021 13:10
1
Vaa,semaki sagol..tu ase didi stratigia ra unda zenitshi,barselonashi rato ar miyavt..
Ra magra moifiqra,sashualeba ar unda mivceto..mere ra ro rusia,magari mwvrtneli yofila
Levani
07 მარტი 2021 01:18
2
ვნახეთ ბატონო ვნახეთ,გაოცებული ვართ თქვენი გამჭრიახობით,აი თურმე როგორ აპირებს ჩვენი ხვიჩას გაჩერებას,სასწრაფოდ ბიჭებს დაუძახეთ: გოჩაააა
Elia
06 მარტი 2021 22:46
0
ცრუ რწმენა იქით იყოს, მაგრამ ჭანკვე და წიტა ორივე გამოგვაკლდება ნაკრებში. წიტამ ფეხი მოიტეხა გიოს ისევ ტრამვა, მოკლედ იმდენი ვწერეთ და ვიკითხეთ, რომ მოხდა ცუდი რამ. გთავაზობთ გამოცხადდეს დუმილი, ყოველგვარი ქება და ხოტბა ჩვენი ბიჭების, სანამ მოედანზე არ ვიხიკავთ.
kaxi
06 მარტი 2021 22:38
0
ძალიან საწყენია რომ ტრამვირებულები არიან,მაგრამ ხომ არ დაფიქრებულხართ, რატომ არის რომ ევროპის წამყვან ფეხბურთელებს( აღარაფერს ვამბობ რონალდოს თუ მესიზე) ამდენი ტრამვები არა აქვთ. იქნებ და საქმე უბრალოდ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან სუსტად არიან მომზადებულნი ფიზიკურად?
ჟორა
06 მარტი 2021 23:48
1
დედა ენის არ წამკითხველი და არ მცოდნე - ალბათ ბევრ დაცინვას "იტანს"
ვაჟა მასწავლებელი
06 მარტი 2021 15:59
1
"იტანს" კი არა "გააქვს"!
გადასარევი გიორგი
06 მარტი 2021 15:43
0
და სად წერია თუ როგორ აპირებს შეჩერებას?!
გ.ხ.
06 მარტი 2021 15:39
0
მთავარია ხვიჩა არ დაამტვრიონ ეგაა მათი განეიტრალება...და თამაში იწყება 17:30 ზე.
გოგა
06 მარტი 2021 14:20
0
დესპოტოვიჩს გოლები გააქვს და არა დესპოტოვიჩი გოლებს იტანს. გააქვს გამტანს, იტანს - ამტანი.
cotne
06 მარტი 2021 13:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული