ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა "ოსტენდესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

მისი თქმით, ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა აქვს, ზუსტად არ იცის რა სირთულისაა ტრავმა, თუმცა იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოსკენ გუნდის დახმარებას შეძლებს.

გიორგი "ეუპენთან" თასის მატჩის განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ლეგენდარული დათო ყიფიანი 26 წლის იყო, როცა მთელი სიკაშკაშით გაიბრწყინა!
გიოს ნუ ჩამოწერთ, ჯერ ყველაფერი წინ აქვს!
ILIA
00:28 07-03-2021
2
რა მარტის თამაში? ბიჭი ფეხბურთის თამაშს ვერ აგრძელებს, მაგრად მტკივა გული... ეს რა ფეხზე გადავიდა ამ გენტში, ღმერთო გააძლიერე.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23:58 06-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული