კიევის "დინამომ" წიტაიშვილის მძიმე ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ტელეგრამ-არხ Футбольный рыцарь-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" დასრულებულია.

როგორც იცით, 20 წლის ნახევარმცველმა უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში, სადაც მისი გუნდი გასვლაზე "მარიუპოლს" ეთამაშებოდა, მძიმე ტრავმა მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, გიორგის მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 2 თვე გაუცდება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, "დინამომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" შეწყვიტოს და ის კიევში დააბრუნოს, რათა მათი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და გამოჯანმრთელება კარგად და მალე მოახერხოს.

მოგეხსენებათ, წიტაიშვილის შესახებ ბოლო პერიოდში უკრაინულ პრესაში
აქტიურად იწერება. მას საქართველოს მოქალაქეობის მიღება აქვს გადაწყვეტილი, უკრაინელები კი ურჩევენ, რომ ეს არ გააკეთოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
როცა საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და ჩვენ ნაკრებში უნდა ითამაშოს ზუსტად მაშინ იღებენ სერიოზულ ტრამვებს (აქამდე ტრამვა საერთოდ არ მიუღია) დათარსულია ჩვენი ნაკრები
maroko
14:57 08-03-2021
1
ძალიან ცუდი სუნი ასდის ამსაქმეს ძალიან ცუდი,არადა უკრაინასთან ჩვენ ვმეგობრობთ ხომ,მარჯვედ უნდა დადგეს ქართული მხარე რო ამ ბიჭმა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, რადგან ასეთი მოძრავი ნახევარმცველები აკლია ნაკრებს სწორედ.
ziko
13:33 08-03-2021
5

სიახლეები პოპულარული