sportbox: კვარაცხელიას ღვთის ნაპერწკალი გააჩნია - კიდევ რა გვხიბლავს ხვიჩაში?

AutoSharing Option
sportbox-მა რუსეთის პრემიერლიგაზე "რუბინის" მიერ "ზენიტის" დამარცხების (2:1) შემდეგ ყაზანური გუნდის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

ხვიჩა და დესპოტი: დიდებულად იმუშავეს!

"მატჩის ყურებისას ჩვენ ყურადღება ტანდემზე გავამახვილეთ, რომელიც როგორც წესი, ყაზანელთა შეტევაში ტონის მიმცემია. სრულყოფილი ურთიერთმოქმედებით ლეგიონერებმა ამჯერად ვერ გაიბრწყინეს, მაგრამ გამარჯვებისათვის საფუძვლიანად გაისარჯნენ - თითოეული საკუთარ სტილში.

კარგი ფეხბურთელი შეიძლება გახდე. ნიჭიერად უნდა დაიბადო. მხოლოდ ფიზიკური მონაცემები და ვარჯიშებზე შრომისმოყვარეობა საკმარისი არაა. ღვთის ნაპერწკალია საჭირო და ხვიჩას თამაშში ის მოჩანს.

რუსულ მიწაზე პირველივე მატჩებში მან თავი არასტანდარტულად მოაზროვნედ წარმოაჩინა. ამასთან,
სახეზე სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თამაშის კითხვისას ლოგიკა არ არსებობს - მსუყე პლუსია. "ზენიტთან" მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუმცა ყველა ტექნიკური ფეხბურთელისთვის ძალიან მოუხერხებელია ასეთი მოედანი და მასპინძელთა საკადრო პრობლემები მომგებიან ხარისხს ვერ განაპირობებდა.

შეეცადე გამოიცნო!

ქართველი ნახევარმცველის მოქმედების გამოცნობა, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებული მატჩების უმრავლესობაში, შეუძლებლად მოჩანდა. თავში სვლები ქვეცნობიერში იბადებოდა და ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ნაკარნახევი იყო. ბურთთან მუშაობის უნარი არასოდეს არ მოდიოდა სათამაშო ინტელექტთან წინააღმდეგობაში. მაგალითად, უკვე მე-3 წუთზე თავის პერსონალურ მეურვე ვიაჩესლავ კარავაევს ამოცანა დაუსახა, რომელიც მან ვერ ამოხსნა: ბურთს არ შეეხო, პიტერელისგან ერთ მხარეს გაატარა და მეორე მხარეს დაეუფლა. მცველი, ეტყობა, ვერც მიხვდა, რა მოხდა. ასეთი ეპიზოდების გახსენება მრავლად შეიძლება.

ფეხების სისწრაფემ და ბურთის მოქმედებისას ოპერატიულობამ არაერთხელ გაოცებული დატოვა ოპონენტები: გამოცნობა იმისა, თუ რას გამოაძრობს "ფოკუსნიკი" ცილინდრიდან, ძალზე პრობლემატური გახლდათ. მჭიდრო მეურვეობა მაშინაც კი არ მუშაობდა, როდესაც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულ ჰავბეკს თითქოს გამოსავალი არ გააჩნდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ პირით ხაზთან მიჯაჭვული მარდი ფეხების მქონე ფლანგელი ერთბაშად სამ პიტერელს გაექცა.

თარგმნის სირთულე

აბსოლუტურად თვითკმარი კვარაცხელია ეგოისტურად როდი მოქმედებდა, მუდამ მზად იყო პარტნიორებთან ეურთიერთა და პასები, როგორც წესი, ადრესატამდე აღწევდა. ერთადერთი, რაც ამჯერად ქართველს არ გამოსდიოდა, ეს წინ წაწეულ ჯორჯე დესპოტოვიჩთან ურთიერთქმედება იყო.

საერთო საფეხბურთო ენის მონახვა მათ არ უჭირთ, ახლა კი მხოლოდ ორ-სამჯერ მოახერხეს ამ ენაზე დალაპარაკება, მაგრამ ურთიერთგაგება ვერ შეძლეს.

მხოლოდ შეტევაში კი არა

კვარაცხელია მისთვის ჩაბარებულ ფრთაზე პრაქტიკულად არცერთხელ არ ჩავარდნილა. თავის ვიზავის, კარავაევს პირისპირ ხვდებოდა, თუმცა ის სამუშაოსგან თავისუფალ დროს გუნდის შეტევაში მხარდაჭერას ცდილობდა. ერთხელ დიუპინს დაურტყა კიდეც და საოცარი რეაქცია გამოავლენილა. თუმცა უფრო ხშირად ხვიჩასთან ბრძოლას გაურბოდა და ბურთს პარტნიორებს აწვდიდა.

ართმევაში "რუბინის" იერიშთა წამომწყები ჩინებულად გამოიყურებოდა. მოჩანდა, რომ შესაბამის უნარებს უნაკლოდ ფლობს და ბრძოლებში ჩართვის სურვილსაც ვერ დავუკარგავთ. ნათელი მაგალითი - მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ბურთი დაკარგა, მეტოქეს გამოგლიჯა და თითქოს ჩაგდებული შეტევა ხელახლა წამოიწყო.

კიდევ რა გვხიბლავს ხვიჩაში - ეს ბიჭი პიჟონი არ არის. არანაირი ქედმაღლობა და მოწინააღმდეგეებსაც პატივისცემით ეპყრობა. წააქცევს, წამოაყენებს, მხარზე ხელს მეგობრულად მიარტყამს; თავად აღმოჩნდება გაზონზე (ეს კი რეგულარულად ხდება) - სიმულაციას არ დაიწყებს, ადგება და მეტოქისათვის თავისი შავი საქმის დასამთავრებლად გაემართება".

მკითხველის კომენტარები / 19 /
კარგი სტატიაა და შეფასებაც დასაბუთებულია, უფლის წყალობით ჯანმრთელად იყოს და დიდი მომავალი ელოდება. თბილისში უკვე თენდება ალბათ და მთელი დღე რაგბის ფედერაციაში გამართული არჩევნების შედეგები რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ ჩატარდა?
emigranti
09 მარტი 2021 04:18
0
10 მარტსაა რაგბის არჩევნები
ქომაგი
09 მარტი 2021 06:45
1
ძალიან, ძალიან მაგარი კაცი გვეზრდება! მგონი უკვე გაიზარდა?! ბოლო ჩატარებულ 3 თამაშში უნაკლოა! ჰოდა გაუმარჯოს ჩვენს ხვიჩას, ჩვენი საქართველო ესახელებინოს!
aburjga
09 მარტი 2021 10:23
0
კიდევ ერთი დასტური რომ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა აურიოთ ერთმანეთში. რუსეთში თუა რამეს უკარგავენ? ასეთი კარგი პრესა მე მგონი რუს ფეხბურთელებს არ აქვთ. სტატიებს უძღვნიან ისე უყვართ და მოსწონთ მისი თამაში. ჯანი მიცეს ღმერთმა და წარმატებები.
ქართველი
09 მარტი 2021 10:34
1
მადლობა უნდა ვუთხრათ ავტორს, ყველაფერი დაუნახია და ყველაფერი თქვა. ხვიჩას კი დიდი წარმატება ვუსურვოთ, და არა მარტო ფეხბურთში.
ჟორა გაბრიჭიძე
09 მარტი 2021 10:42
0
რა მაგარი გუნდია რუბინი მთელი თავისი შტაბიტ და სტაფით და დამლაგებლებიც ფეხბურთით ცხოვრობს ალბათ. ასეთი 4 5 გუნდი რომ გვყავდეს რა ჩემპიონატი გვექნებოდააა. წარმატებები ხვიჩას. ამხელა სტატიებს ვინ უწერს 20 წლის ბიჭებს მართლა მაგარი რო არ იყოს.
ქართველი
09 მარტი 2021 10:28
1
წინ ხვიჩა!!!
ამბოკარი
09 მარტი 2021 12:04
1
კვარა დაფრინავს დიიდ რუსეთში!
c
09 მარტი 2021 13:21
0
ქართველის კომენტრზე ლაიქის ნაცვლად შემთხვევით დისლაიქზე დამეჭირა კურსორი, რუბინის ყველა თამაშს ვუყურებ და ნამდვილად მეგობრული გუნდი სჩანს,მწვრთნელი სუპერი.....
777
09 მარტი 2021 11:46
0
კვარას დიდი პიუსიც ეგ არის რომ ბაზაზე ცხოვრონს და თვით კონტროლშია არსად გადის რეჟიმს იცავს ბევრს შრომობს და არ კმაყოფილდება დღითი დღე ვითარდება მისაბაძი ახალგაზრდა ყველა ჩვენებური უცხოეთში რომ მიდის და არიან ბაზაზე დ ათავიანთ კარგ განვითარებაზე რომ იზრუნონ ბევრად ძლიერები და განვითარებულები იქნებიან ნაკრებსაც გამოადგებიან და საკუთარ გუნდსაც
ემიგრანტი
09 მარტი 2021 19:14
0
ძალიან ბედნიერი ვიქნებით, თუ კვარა, ზაფხულში, რომელიმე დიდი გრანდის მაისურს მოირგებს... ჩემი დიდი სუბიექტური ოცნებაა, ეს გრანდი, მილანის ინტერი იყოს... ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
ვახო...
09 მარტი 2021 17:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული