სიომინი: "თუ ხვიჩაზე "იუვენტუსის" წინადადება იქნება, უნდა დათანხმდნენ"

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელმა იური სიომინმა РБ-Спорт-თან ინტერვიუში თავისი ყოფილი შეგირდის, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივებზე ისაუბრა:

- ის ახლა პროგრესირებს და სავსებით შესაძლებელია, თუ კარგი წინადადება იქნება, წავიდეს, თუ მასში კარგ ფულს გადაიხდიან.

ეს ნორმალური სიტუაციაა. 20 წლისაა, ამ ასაკში კი უნდა ითამაშო. იგივე ჰოლანი "დორტმუნდში" ყველაზე მაღლ დონეზე ასპარეზობს. ხვიჩასადმი ინტერესი რომ არსებობს, ეჭვი არ მეპარება.

- 20 წლისაა და ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც "იუვენტუსია", ნაადრევი არაა?
- ეს ნორმალური ასაკია, როდესაც ორგანიზმი დატვირთვებს იღებს და სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირდება.

- მაგრამ "იუვენტუსში" უზარმაზარი კონკურენციაა...

- თუ წინადადება იქნება, უნდა დათანხმდნენ. სხვა საკითხია, უნდა თუ არა იხილოს თავისთან ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელმა. პლუს, საჭიროა ნახონ, მას რომელი სტილი მიესადაგება. თავად უნდა მიიღოს ტრანსფერში მონაწილეობა. ის ამისაკენ ისწრაფვის.

- ასეთ ფასეულ მოთამაშეს "რუბინი" და სლუცკი გაუშვებენ?
- ვფიქრობ, "რუბინი" გაუშვებს. მათ ასეთი შეთანხმებები ჰქონდათ. სლუცკის ხელში გუნდი პროგრესირებს, ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - გუნდი შესანიშნავია. ეს სლუცკის დიდი დამსახურებაა. თუ სტარტი რთული გამოუვიდათ, ახლა ყველა ფეხბურთელი ჩინებულად თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
პრობლემა ტრანსილებაში არსებობს ერთი მიზეზის გამო რუსეთი ოკუპანტია!
საჩვენებლად ჩემპიონატი ხარისხით ჰოლანდიას ბელგიას თურქეთს და ასე შემდეგ
ბევრად ჯობია.
ჩორნა
16:08 14-03-2021
0
ხვიჩა კარგი ალმასია და მისგან კარგმა მწვრთნელმა ბრილიანტი უნდა გამოჩარხოს. პრიმა გუნდის მწვრთნელები ხარატები არ არიან, ისინი ალმასებს არ ეძებენ, მათთან გაჩარხული ბრილიანტები მიჰყავთ და ისინი მთლიანად შედეგზე ორიენტირებულები არიან. ამიტომ ხვიჩას მომავლისათვის აუცილებელია სლუცკისთან ან ასეთივე მწვრთნელთან კიდევ გაატაროს ერთი სეზონი მაინც.
ჟორა
18:07 12-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული