"ანორთოსისმა" წააგო, ლიდერს 10 ქულით ჩამორჩა, ქეცბაია კი აღშფოთებულია

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ანორთოსისი" "ოლიმპიაკოსთან" 0:2 დამარცხდა.

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია ამ მატჩს იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ "კარმიოტისასთან" თასის განმეორებით 1/4-ფინალურ შეხვედრაში ქართველი ლეგიონერები დაასვენა, მაგრამ მათ გარეშეც იმარჯვეს (5:1, 2:1) და ნახევარფინალში გავიდნენ. თუმცა, "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსთან" მარცხი განიცადა და ლიდერ "ომონიას"10 ქულით ჩამორჩა.

არადა, "ანორთოსისი" სრულ უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მეტოქეს კი ორი მომენტი ჰქონდა და ორი გოლი გაიტანა.

ქეცბაია იმდენად ემოციურად გამოხატავდა მსაჯის გადაწყვეტილებებზე პროტესტს, რომ არბიტრმა გააფრთხილა და უთხრა, რომ თუ ასევე
გააგრძელებდა, გააძევებდა კიდეც.

გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

21 მარტს "ანორთოსისი" აელ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ თამაშში ქვილითაიამ ბურთები მაზა! მე არვიცი რა ვთქვა! კაცმა მინიმუმ 8 საგოლე პასი გააფუჭა! რა სჭირს ჯადო ხომ არ აქვს ნეტაი!
kaxa
13:51 15-03-2021
0
ზვიგენი ლორია, ვეშაპი ოქრი და "მარდი" ქვითოც ნაკრებში.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული