"კვირკველია ცალკე ისტორიაა" - ამბობს "როტორის" ახალი მწვრთნელი

AutoSharing Option
გადაყენებული ალეკსანდრ ხაცკევიჩის ნაცვლად "როტორის" მწვრთნელად იური ბატურენკო დანიშნეს, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" იური სიომინის თანაშემწე იყო. მან კლუბის საიტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უიმედო სიტუაცია არ არსებობს და საბა კვირკველიაზეც ჰკითხეს.

- თქვენს ერთ ინტერვიუში თქვით, რომ კვირკველია სამიდან ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთანაც მუშაობა მოგიწიათ. საბა ახლა თქვენთან იჯარით იმყოფება, "როტორის" ამჟამინდელი მოთამაშეებიდან კიდევ ვის იცნობთ?
- კარგად ვიცნობ ივან მაევსკის, კიდევ სამ ბიჭს. საბა კი ეს ცალკე ისტორიაა. ის ფეხბურთელია, რომელიც მომწონს როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. მიხარია, რომ მასთან ერთად
ისევ ვიმუშავებ.

ბატურენკოს შესახებ თავის ტელეგრამ-არხზე კომენტარი ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა გააკეთა: "ბატურენკოს "როტორში" დანიშვნა" - ეს სიომინის გადადებული დანიშვნაა. ბატურენკო აჩრდილია და მე ვკითხულობ ამას როგორც სიომინთან ვოლგოგრადის საუბარს, ის კი თავის "ორდინარეცს" აგზავნის, რათა გაიგოს, რა და როგორაა.

და კიდევ, უკავშირდება გადარჩენისთვის არაცხად ბრძოლას - მერე რატომ?".

მკითხველის კომენტარები / 1 /
საბა ის იშვიათი გამონაკლისია, იჯარაზე მყოფი, სათადარიგო სკამზე 1.7. მილ. €. იღებს წლიურად.
რატი
16:21 22-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული