ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" ვენაში 5:3 დაამარცხა "აუსტრია. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და გოლიც გაიტანა. ეს ავსტრიაში მისი პირველი გოლია.
ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. "ვოლფსბერგერი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა.
ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც "ადმირასთან" გასვლით მატჩში 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
კიტეიშვილი და გიორბელიძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულები არიან, ლოჩოშვილი კი - არა.
წარმატებები ლოჩოშვილის იმედი მაქვს მომავალში კიდევ დამტკიცებს რომ ღირსია ნაკრებში გამოძახების.